LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1175
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:59-დან 16:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გაუფრთხილდით საფულეს და ძვირფას ნივთებს, რადგან მაღალია ძარცვის ალბათობა.

კარგი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის, წარსულის გადახედვისა და შეცდომების გაანალიზებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება. არ ღირს ზედმეტი მოთხოვნებით თავის მობეზრება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, გულს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, წითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, მალაქიტი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები