მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:37-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ აჰყვეთ ილუზიებს, უმჯობესია გაითვალისწინოთ არსებული სიტუაცია და იმოქმედოთ პრაგმატულად.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან დღეს განსაკუთრებით მაღალია ჭორების და ინტრიგების, დაცინვის და მოტყუების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, მოლაპარაკებების გასამართად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, ჟადეიტი, აკვამარინი, ციტრინი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს

მსგავსი თემები