გამოიჩინეთ სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას და მოერიდეთ გულახდილობას, რადგან მაღალია ფარული ინფორმაციის გაცემის და პრობლემების შექმნის ალბათობა.

პიზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ქორწინებისთვის, ხელმძღვანელებთან საუბრისა და საკუთარი წინადადებების შესათავაზებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კაპიტალდაბანდებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გავლენიანი სპონსორების მოსაძიებლად და იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა –  გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე, პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას, არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებებიც. მოერიდეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას, დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ალერგიის გამომწვევი პროდუქტი, მიირთვით თევზეული და ფრინველის ხორცი, რძის პროდუქტი და ბოსტნეული, არაქისი და მწვანე ჩაი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი და მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი და ამეთვისტო, მარჯანი და გაგატი გააძლიერებენ თქვენს შარმს, მომხიბვლელობას და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრი მხოლოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ტყპუბისა და მშვილდოსნისათვის.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები