მაღალია კონფლიქტების, განსაკუთრებით საავტომობილო მოძრაობისას კამათისა და დაპირისპირების ალბათობა მძღოლებსა და ქვეითადმოსიარულეთა შორის, რაც თავის მხრივ გაზრდის ტრავმებისა და ავარიების საფრთხეს. აკონტროლეთ ემოციები და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საზოგადოებრივი საქმიანობისა და რეფორმების განსახორციელებლად. ელექტრო, გაზის და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამეცნიერო კვლევებისთვის, მშენებლობის დასაწყებად და საცხოვრებლის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღე, რომელიც ნებისმიერის ჯანმრთელობას შეარყევს, პირველ რიგში არტერიული წნევის მომატების და თავის ტკივილის, უგუნებობისა და გაღიზიანების მიზეზი გახდება. კარგი დღეა წყლის პროცედურების ჩასატარებლად. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან მარილიანი და ტკბილი საკვები, მიირთვით ბოსტნეული, თევზეული და მხოლოდ შავი პური. დასუსტდება მხედველობა და ფეხის კუნთების ზონა.

დღის ფერები და მინერალები – ნეონის ფერები, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ცისფერი, წითელი, ყვითელი და ლურჯი. საფირონი, აქვამარინი და ციტრონი, ძოწი და ფირუზი.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. უსიამოვნებებისთვის უნდა მოემზადოს ქალწული და მორიელი.

მსგავსი თემები