LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

819
cagarelimsh

თავი შეიკავეთ ეგოიზმისა და ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმისგან.

არ ღირს არაფრის დაგეგმვა, უმჯობესია მიჰყვეთ დინებას და იმოქმედოთ სიტუაციის შესაბამისად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით. მოერიდეთ სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი და ბრილიანტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები