მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – რთული, მეტად პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების საფრთხეც. არ ღირს გააქტიურება, გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. სასიკეთო პერიოდია საინტერესო შეთავაზების მისაღებად და ახალ პროექტში ჩასაბმელად, მთავარია, თავი შეიკავოთ ფუჭი დაპირებების გაცემისა და არაფრისმომცემი კონტაქტების გაბმისგან. ყურადღება მიაქციეთ კოლეგებს და პარტნიორებს, რადგან ბევრი ეცდება მოტყუებას და თქვენი შეცდომების საკუთარ ინტერესებში გამოყენებას. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ოფიციალური დოკუმენტების და ხელშეკრულებების გაფორმებისას. მაქსიმალურად ეკონომიურად ხარჯეთ დრო, ენერგია და რაც მთავარია ფინანსები, რადგან არაა გამორიცხული დაკარგოთ საფულე ან განიცადოთ სერიოზული მატერიალური ზარალი.

კურო – პოზიტიური, საკმაოდ იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და საქმიანობის ყველა სფეროში წარმატების მიღწევას. არაა გამორიცხული მოიძიოთ ის თანამოაზრეები, ვინც სრულად გაიზიარებს თქვენს შეხედულებებს, დაგეხმარებათ პოპულარობის მოპოვებასა და გარშემომყოფთა პატივისცემის დამსახურებაში. მართალია, ბევრს თქვენი წარმატება გააღიზიანებს და მაქსიმალურად ეცდება ხელის შეშლას, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან, მაგრამ განსაკუთრებულ უსიამოვნებებს მაინც ვერავინ შეგიქმნით. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს და ყველა მნივნელოვანი გადაწყვეტილება არა იმპულსურად, არამედ საღი გონებით მიიღოთ.

ტყუპები – საკმაოდ პრობლემური კვირაა. უსიამოვნებები შეგექმნებათ პროფესიულ საქმიანობაში, რადგან არასასიამოვნო ცვლილებებით დაბნეულს ძალიან გაგიჭირდებათ მართებული გადაწყვეტილების მიღება, ერთი შეხედვით პერსპექტიული პროექტები კი, აბსოულუტურად უშედეგო აღმოჩნდება. არ აჰყვეთ ემოციებს, ეჭვებს და შიშებს, რადგან უსიამოვნებები მხოლოდ დროებითია და მალე ჩაივლის. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და მათი განხორციელების არასტანდარტული გზების მოსაძიებლად, მთავარია იმოქმედოთ აქტიურად, თუმცა  წინდახედულად და გააზრებულად, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ შემოსავლის ახალი წყაროს პოვნას, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ და პარტნიორთა პატივისცემის დამსახურებაშიც.

კირჩხიბი -საინტერესო, მეტად მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ჯანმრთელობის  ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, თუმცა მოჭარბებული ემოციები ხელს შეგიშლიან მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებასა და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, მთავარია, იმოქმედოთ გააზრებულად და მოერიდოთ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას.

ლომი – რთული, ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან მოჭარბებული ემოციები ხელს შეგიშლიან მოვლენების ობიექტურად აღქმასა და ჩანაფიქრის განხორციელებაში, სულსწრაფი გადაწყვეტილებები და ფულის უყაირათოდ ხარჯვა კი, მხოლოდ გაზარალებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნებისმიერი უსიამოვნება მიიღეთ როგორც გამოწვევა, რომელიც აუცილებლად უნდა დაძლიოთ. ენდეთ ინტუიციას, მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს და იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ კვირის ნაკლები დანაკარგით გავლას.

ქალწული – საინტერესო, მეტად მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე იგრძნობთ შინაგან სიმსუბუქეს და თავისუფლებას, რაც გააქტიურებაში, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენასა და პროდუქტიულად მოქმედებაში, პირად და საქმიან ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მიაგნოთ იმ შეცდომებს, რომლებიც დიდხანს აფერხებდნენ თქვენს წინსვლას და წარმატებას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,  ახალი სასიყვარულო პარტნიორის მოსაძიებლად ან ძველი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

სასწორი – რთული, ნაკლებად ნაყოფიერი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის, ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. გაგიჭირდებათ შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, თუმცა მაინც მოგიწევთ დაკისრებული ვალდებულებების სრულად შესრულება. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, არ ღირს ზედმეტად გარისკვა და რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეჭიდება, უმჯობესია პრობლემები ეტაპობრივად გადაწყვიტოთ და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში ან  გაატაროთ თავისუფლი დრო ახლობელთა წრეში, ვისთანაც განსაკუთრებით გსიამოვნებთ ურთიერთობა.

მორიელი – სასიკეთო, საკმაოდ საინტერესო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. შეძლებთ ახალი და მეტად ორიგინალური იდეებით ხელმძღვანელების, გავლენიანი სპონსორების დაინტერესებას და ჩანაფიქრის განსახორციელებლად მათი მხარდაჭერის მოპოვებას. მთავარია, აკონტროლოთ საკუთარი ბიუჯეტი, რადგან გარშემომყოფებზე ნებისმიერი გზით შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით.

მშვილდოსანი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მოიმატებს თვითრწმენა და გამბედაობა. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. მთავარია, კარგად გაიაზროთ ყველა ნაბიჯი, მოერიდოთ სულსწრაფი გადაწყვეტილების მიღებას და მაქსიამალურად აკონტროლოთ საკუთარი ბიუჯეტი, რადგან ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ პრობლემები შეგექმნებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რადგან საკამათო საკითხებში სწორედ თქვენ მოგიწევთ დათმობა და კომპრომისზე წასვლა. კარგი პერიოდია ცოდნის მისაღებად და საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად და ახალი მეგობრების შესაძენად.

მერწყული – პოზიტიური, მეტად იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ძველი იდეების განხორციელებას, ყოფითი პრობლემების მოგვარებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული სწორედ ახლა შეარჩიოთ ან შეიძინოთ უძრავი ქონება, დაიბრუნოთ ძველი ვალები ან აინაზღაუროთ დანაკარგი. სიამოვნებით გაუწევთ დახმარებას გარშემომყოფებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და პოპულარობას საზოგადოებაში.

თევზები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა! გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგმარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას და საქმიან პარტნიორებთან სასურველი შედეგით მოლაპარაკებას, კოლეგათა სიმპათიის მოპოვებას და ხელმძღვანელთა პატივისცემის დამსახურებას, ძველი იდეების განხორციელებას და პერსპექტიული გეგმების დასახვას, მთავარია, არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს და თამამად შეხვდეთ მოულოდნელ ცვლილებებს, არ აჰყვეთ ილუზიებს, ფანტაზიას და შეასრულოთ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულება.

 

გეომაგნიტური დღეები – 11, 14 და 15 მარტი.

 

 

 

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები