LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2413
cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით, მაგრამ მაინც მოგიწევთ გადაუდებელი საქმეების შესრულება, რადგან საუკეთესო პერიოდია რთული საკითხების მოსაგვარებლად. იმოქმედეთ აქტიურად, თუმცა არც დასვენება დაივიწყოთ, რადგან ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით. კარგი პერიოდია გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად და ხელმძღვანელთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული დაიწყოთ ახალი საქმე ან მოიძიოთ ახალი სამსახური.

კურო – პოზიტიური, საკმაოდ შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს იღბლიანობა, აშკარად იგრძნობთ გარშემომყოფთა სიმპათიას და თქვენს მიმართ კეთილგანწყობას, რაც კოლეგებთან, ახლობლებთან ურთიერთგაგების მოძიებასა და საქმიანი, პირადი პრობლემების, მათ შორის ძველი უთანხმოების დაძლევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები – მართალია, ძალიან აქტიური, სასიკეთო კვირაა, მაგრამ მაინც მოგიწევთ ჯანმრთელობის გაფრთხილება, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და ძალიან გაგიჭირდებათ ძალის, ენერგიის მობილიზაცია. კარგი პერიოდია ავტორიტეტის გასაძლიერებლად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და რთული საკითხების მოსაგვარებლად, რაც მთვარია, უმძიმეს სიტუაციაშიც გაბედულად გარისკვთ და თამამად წარმოაჩენთ საკუთარ შესაძლებლობებს, რაც რადიკალურად შეცვლის გარშემომყოფთა დამოკიდებულებას და გაზრდის თქვენს მიმართ პატივისცემას.

კირჩხიბი – მეტად სასიკეთო, პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ნებისმიერი რთული პრობლემის მარტივად დაძლევას, ოჯახის წევრებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან ძველი უთანხმოების მოგვარებას. არაა გამორიცხული ადამიანთა მანიპულირების არაჩვეულებრივი ნიჭის წყალობით ძველი მოწინააღმდეგეებიც თქვენს თანამოაზრეებად აქციოთ ან სწორედ ამ კვირაში გაიცნოთ ადამიანი, რომელიც რადიკალურად შეცვლის მთელ თქვენს ცხოვრებას.

ლომი – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა, მთავარია არ გადაიტვირთოთ, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და დაიცვათ თავი ინფექციური დაავადებებისგან. საუკეთესო პერიოდია ორგანიზატორული ნიჭის და ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოსავლენად, ავტორიტეტის გასაძლიერებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან უშეცდომოდ განსაზღვრავთ ყველა დაბრკოლებას და დროულად შეძლებთ მათ დაძლევას.

ქალწული – ერთ-ერთ საუკეთესო კვირაა, რადგან მარტივად შეძლებთ თვითრეალიზაციას, ძველი იდეების განხორციელებას და ახალი გეგმების დასახვას. მთავარია, გამოიჩინოთ ინიციატივა და ცნობისმოყვარეობა, მუდმივად დაინტერესდეთ ახალი ინფორმაციით და ახალი ადამიანებით. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად, შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სასწორი – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე შეძლებს ძალის, ენერგიის სამუშაოსა და დასვენებაზე თანაბრად გადანაწილებას, რადგან ზედმეტი გადატვირთვა მხოლოდ ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებასა და სასურველი შედეგის მიღწევაში. კარგი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენს ამბიციებს. მართალია, წარმატებას მხოლოდ შემოვლითი გზით მიაღწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს გულის გატეხა, რადგან თანდაყოლილი დიპლომატიის და შინაგანი შარმის წყალობით კოლეგების პატივისცემასთან ერთად ახალი ნაცნობების კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ.

მორიელი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც მანამდე დაუძლეველი პრობლემების მარტივად გადაწყვეტასა და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად, სამსახურის მოსაძიებლად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად, მთავარია ენდოთ ინტუიციას, სწორად განსაზღვროთ მიმდინარე მოვლენები და მიიღოთ მართებული გადაწყვეტილება. არ მოგერიდოთ მიმართოთ ხელმძღვანელობას, რადგან სწორედ ახლა შეგიძლიათ განაცხადოთ თამამად საკუთარი უფლებების შესახებ.

მშვილდოსანი –  საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ ინფორმაციის გაცემას და პირად ცხოვრებაზე ზედმეტად საუბარს, რადგან მუდამ ფხიზლი კონკურენტები და მოშურნეები ნებიმიერ ინფორმაციას ისევ თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად, თუმცა არ ღირს ახალი გეგმების დასახვა, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და გრანდიოზულ პროექტებში ჩაბმას.

თხის რქა – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას, რადგან არ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების, კომპრომისის მოძიება და ყველა საკამათო საკითხის მარტივად გადაწყვეტა. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, იდეების განსახორცილებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თამამად შეგიძლიათ საკუთარ ტავზე იტვირთოთ შუამავლის ფუნქცია და მოაგვაროთ სხვათა პრობლემები.

მერწყული – მართალია, საკმაოდ პერსპექტიული კვირაა, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა, რადგან სწრაფად დაიღლებით და ძალიან გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. კარგი კვირაა შემოქმებებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოსავლენად, ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კოლეგებთან საერთო ენის მოსაძიებლად და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. არაა გამორიცხული დაიწყოთ ახალი საქმე ან მოიძიოთ მეტად პერსპექტიული სამსახური.

თევზები – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ენთუზიაზმის გამოვლენას, რაც მნიშვნელოვანი შეხვედრების წარმატებით გამართვასა და რთული პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კოლეგებთან საერთო ენის მოსაძიებლად და თანამოაზრეების შესაძენად. მთავარია სწორად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები და იმოქმედოთ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით.

 

გეომაგნიტური დღეები – 11, 12, 14 და 17 ნოემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები