LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4415
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რომელიც განვითარების წლიური ციკლის დასრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იქნება. მაღალია ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა, რადგან სრულად იქნებით დამოკიდებული მეგობართა და ახლობელთა დახმარებაზე. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში (21 მარტიდან), როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა და გაძლიერდება ენერგოტონუსი, ბევრად გამარტივდება საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სარფიან პროექტებში ჩაბმა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს, მოერიდოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და თანამიმდევრულად განახორციელოთ ყველა იდეა.

კურო – კარგი კვირაა გააქტიურებისთვის, ინდივიდუალურობის, ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე კი, არ გაგიჭირდებათ  გონებამახვილობითა და კომუნიკაციის საოცარი ნიჭით გარშემომყოფთა მოხიბვლა.  წარმატებული აღმოჩნდება მოგზაურობა, რადგან შეძლებთ ახალი შთაბეჭდილებების და ნაცნობების შეძენას, რომლებიც ცხოვრების საკუთარი ხედვით გაგაოცებენ, თუმცა არ გაწყენთ არც სიფრთხილის გამოჩენა, რადგან თავისუფლად შეიძლება გაგიტაცოთ მეტად საეჭვო იდეებმა და ადამიანებმა. გამოიჩინეთ მეტი წიდახედულობა, არ აჰყვეთ ცდუნებას, ილუზიებს და ფუჭ დაპირებებს.

ტყუპები – სასიკეთო კვირაა პროფესიული შესაძლებლობების გამოსავლენად და კარიერის გასავითარებლად. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს და იმოქმედოთ პრაგმატულად, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და ზუსტად განსაზღვროთ ის მაქსიმუმი, რომლის მიღეწევაც გსურთ. განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გმართებთ საქმიანი პარტნიორების მიმართ, რომლებიც არ გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს და უსიამოვნებების შექმნით სერიოზულ რისკზე წასვლას ან მსხვერპლის გაღებას გაიძულებენ. დაეყრდენით მეგობართა და ახლობელთა მხარდაჭერას, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ წინსვლას და სირთულეების დაძლევას.

კირჩხიბი – ემოციებით დატვიული, საკმაოდ საინტერესო კვირაა, რადგან ახალი პროექტების განხორციელება რეჟიმის შეცვლას, რეფორმების განხორციელებას და ბევრად აქტიური ცხოვრების წესის არჩევას გაიძულებენ. არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ნოვატორული იდეების ჩამოყალიბება და ჩანაფიქრის რეალიზციის ორიგინალური გზის მოძიება. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, კვირის მეორე ნახევარში თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში შეასრულოთ, შედარებით წინააღმდეგობრივ მეორე ნახევარში კი, ისარგებლოთ მცირე პაუზით და მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით შემოიფარგლოთ.

ლომი – დინამიურ, მეტად ცვალებად კვირაში რამდენჯერმე მოგიწევთ გეგმების შეცვლა, რადგან იძულებული გახდებით მოერგოთ მიმდინარე მოვლენებს, იმოქმედოთ სწრაფად და სპონტანურად, თუმცა გააზრებულად, ემოციების და იმპულსური გადაწყვეტილებების გარეშე. არ ენდოთ სხვათა დაპირებებს, მოუსმინეთ მხოლოდ შინაგან ხმას და დაეყრდენით ინტუიციას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, განსაკუთრებით კი, მათ გაუმართლებთ, ვინც ხელოვნებითაა გატაცებული. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან საკმაოდ რთულ მეორე ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ  ძალის და ენერგიის მობილიზირება.

ქალწული – ბევრად შედეგიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასიყვარულო პარტნიორთან გულწრფელი საუბარი კი, მის ერთგულებაში, სანდოობაში დაგარწმუნებთ და არაა გამორიცხული ქორწინებაზეც დაფიქრდეთ. თუმცა, იძულებული გახდებით ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან მეორე ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის მოძიება, კონფლიქტისა და დაპირისპირებისგან თავის დაღწევა.

სასწორი – საკმაოდ დატვირთულ კვირის პირველ ნახევარში იძულებული გახდებით იტვირთოთ პასუხისმგებლობა და შეასრულოთ ის ვალდებულებები, რომელთაც დიდხანს გაურბოდით. ამასთანავე, მოგიწევთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მშობლებს და სამსახურეობრივი საქმეების მეორე  პლანზე გადადებით, სწორედ თქვენ მოაგვაროთ მათი პრობლემები. ბევრად დინამიური და შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური  ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლეთ ინიციატივის გამოჩენას, საქმიან, საიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და პერსპექტიული გეგმების დასახვას.

მორიელი – მეტად დინამიურ კვირის პირველ ნახევარში არ გაგიჭირდებთ შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, გავლენიანი სპონსორების, თანამოაზრეების მოძიება და მათი წყალობით იდეების მეტად ორიგინალურად რეალიზება, რაც ერთის მხრივ, თქვენს თვითრწმენას გააძლიერებს, მეორეს მხრივ კი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შანსი და არ გადადოთ საქმეები კვირის ბოლოსთვის, რომელიც საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება, რადგან საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება და არაა გამორიცხული მეტად სერიოზული შეცდომებიც დაუშვათ.

მშვილდოსანი – მართალია, კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ საინტერესო და სასიკეთო იქნება, რადგან წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ საქმიანობის ყველა სფეროში, მაგრამ თქვენ მხოლოდ მეორე ნახევარში შეძლებთ გააქტიურებას, რომელიც ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდება. ეცადეთ კვირის დასაწყისში გამოავლინოთ ინდივიდუალურობა, შემოქმედებითი ნიჭი და ინტელექტუალური პოტენციალი, იზრუნოთ იდეების განხორციელებასა და გეგმების შესრულებაზე, რადგან კვირის ბოლოს, ენერგიის მოზღვავების და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილის მიუხედავად, მაინც ძალიან გაგიჭირდებათ მათი ბოლომდე მიყვანა, მხოლოდ ძალას დახარჯავთ ფუჭად და არაა გამორიცხული ფინანსურადაც იზარალოთ.

თხის რქა – მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირის პირველი ნახევარი (21 მარტამდე), რადგან სწორედ ახლა გექნებათ მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების, იდეების განხორციელების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, გავლენის სფეროების გაფართოვების და კოლეგათა შორის ავტორიტეტის მოპოვების საუკეთესო შანსი. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდია ფსიქოლოგებისთვის, ხელოვნებითა და ლიტერატურით გატაცებულთათვის. შედარებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, იძულებული გახდებით დათმოთ და შეასრულოთ ყველა მათი მოთხოვნა. საგრძნობლად გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეებიც, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.

მერწყული – სასიკეთო კვირაა ოჯახის წევრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, უძრავი ქონების შესაძენად და ბინის ინტერიერის შესაცვლელად, უპასუხოდ არ დარჩება არც თქვენი ქველმოქმედება და გარშემომყოფთა დახმარება, რომელიც ერთი-ორად ანაზრაურდება. არაა გამორიცხული მოიძიოთ  დაფინანსების ახალი წყარო ან მოულოდნელი შემოსავლის წყალობით გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. შეინარჩუნეთ სტაბილურობა, შეეცადეთ თანამიმდევრულოდ შეასრულოთ ყველა საქმე და კვირის პირველ ნახევარში შეძლოთ მათი დასრულება, რადგან არაა გამორიცხული სწორედ კვირის ბოლოს შეგახსენოთ თავი ძველმა კონფლიქტებმა, რომლებიც ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება.

თევზები – აქტიური და ენერგიულ კვირის პირველ ნახევარში, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნებ ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არ გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოჩენა და იდეების განხორციელება. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, თანამოაზრეთა და გავლენიანი პარტნიორების მოსაძიებლად, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად. თუმცა, სიფრთხილის და ყურადღბის გამოჩენა გმართებთ მეორე ნახევარში, როცა ემოციებს აყოლილს ძალიან გაგიჭირდებათ ხელსაყრელი შანსების გამოყენება და იძულებული გახდებით უარი თქვათ წინასწარ შემუშავებულ გეგმაზე.

 

გეომაგნიტური დღეები – 18, 20, 21 და 22 მარტი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები