LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მართალია, ნაკლებად სასიკეთო კვირაა სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მაგრამ გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ გაგიჭირდებათ გააქტიურება, ინიციატივის, კომუნიკაბელურობის გამოვლენა და საჭირო კონტაქტების დამყარება. თუმცა, მასშტაბურ პროექტებში ჩაბმისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათი რეალიზაცია საკმაოდ რთული იქნება, რადგან ყოველდღიური საქმეებით დატვირთულს ნაკლებად დაგრჩებათ დრო გრანდიოზული იდეების განსახორციელებლად. მეტიც, კოლეგათა ნაწილი უკმაკოფილო დარჩება თქვენი მოჭარბებული ენთუზიაზმით და მაქსიმალურად ეცდება შეგიშალოთ ხელი. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად, ახალი ინფორმაციის მისაღებად და თქვენს სასიკეთოდ გამოსაყენებლად.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. ეცადეთ დაასვენოთ გონება და ორგანიზმი, მით უფრო, რომ კონფლიქტი ახლობლებთან მეტად ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და სერიოზულად შეარყევს ჯანმრთელობას. უმჯობესია გამოჩინოთ თავშეკავება და დიპლომატია, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ უსიამოვნებებისგან თავის დაღწევას. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ ფინანსური პრობლემების გადაჭრა და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა, რომელიც შემოსავალზე ბევრად მეტი იქნება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ პარტნიორების მიმართ, რომლებიც არ მოერიდებიან მოტყუებას და თქვენი შეცდომების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას.

ტყუპები – მართალია, ნაკლებად იღბლიანი კვირაა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, რადგან ნებისმიერი ხარჯი მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით, მაგრამ გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მაინც შეძლებთ გააქტიურებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას. არაა გამორიცხული მოულოდნელად აღმოჩნდეთ გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში, რაც ავტორიტეტის გაზრდასა და პოპულარობის მოპოვებაში დაგეხმარებათ, თუმცა, იძულებული გახდებით მეტი თავშეკავება და დიპლომატია გამოიჩინოთ ახლობლებთან ურთიერთობაში, რათა უსაფუძვლო ეჭვიანობით თვითონ არ გამოიწვიოთ კონფლიქტი.

კირჩხიბი – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, თუმცა კვირა ერთიანობაში მაინც განსაკუთრებული სირთულეების გარეშე ჩაივლის, მთავარია ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და მისცეთ ორგანიზმს დასვენების საშუალება. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, დიპლომატია გარშემომყოფებთან ურთიერთობაში და ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მისი წყალობით შეძლებთ ერთის მხრივ, სწორი არჩევანის გაკეთებას, მეორეს მხრივ კი, სერიოზული დაპირისპირებისგან თავის დაღწევას. მოთმინებით მოისმინეთ პარტნიორთა კრიტიკა, მიიღეთ შენიშვნები და ეცადეთ მაქსიმალურად სწრაფად გამოასწოროთ შეცდომები. კარგი პერიოდია სახლსა და სამსახურში ინტერიერის შესაცვლელად და ბევრად კომფორტული პირობების შესაქმნელად.

ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ჯანმრთელობის მიუხედავად, კვირა მაინც რთული იქნება, რადგან ზედმეტად გაზარმაცებულს არ გექნებათ აქტიურად მოქმედების სურვილი, რაც თავის მხრივ კოლეგათა და საქმიან პარტნიორთა უკმაყოფილების მიზეზი გახდება. მოგიწევთ მათი პრეტენზიების, შენიშვნების მოსმენა, რაც თქვენს გაბრაზებას გამოიწვევს და კონფლიქტში ჩაბმასაც გაიძულებთ. არაა გამორიცხული, სწორედ კოლეგათა კრიტიკის წყალობით თქვათ უარი მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობასა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ეცადეთ დამშვიდდეთ, გამოიჩინოთ მოთმინება და მეტი თავშეკავება, რადგან გაღიზიანების მიუხედავად მაინც მოგიწევთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და საკუთართან ერთად სხვათა მოვალეობის შესრულება.

ქალწული – სასიკეთო ცვლილებების კვირაში საკმაოდ გაძლიერდება ენერგოტონუსი,  სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც დაგეხმარებათ ძველი საქმეების დასრულებასა და სამომავლო გეგმების დასახვაში, კომფორტული გარემო კი, ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ წინსვლას და კარიერულ განვითარებას, რადგან არ გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება და კომპრომისის ხარჯზე ნებისმიერი შეთანხმების თქვენს სასარგებლოდ გასაფორმება. მართალია, საკმაოდ სასიკეთო კვირაა, მაგრამ სიფრთხილის და თავშეკავების გამოჩენა მაინც მოგიწევთ, რათა ზედმეტი გადაღლა არ გახდეს იმ სარიოზული შეცდომების მიზეზი, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

სასწორი – სასიკეთო კვირაა ყოფითი პრობლემების და საშინაო საქმეების მოსაგვარებლად, ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს. მართალია, გაგიჩნდებათ ბინის დიზაინის შეცვლის სურვილი, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი ბიუჯეტი, რათა კომფორტული გარემოს მოწყობით გატაცებულმა არ შეიქმნათ ფინანსური პრობლემები. კარგი პერიოდია დიდი ხნის იდეების განსახორციელებლად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ ჩვეული კომუნიკაბელურობის, ინტელექტუალური პოტენციალის და გონებამახვილობის გამოვლენა.

მორიელი – პოზიტიური კვირაა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და იმ მხარდაჭერის მისაღებად, რომელსაც დიდხანს ელოდით, მთავარია ენდოთ ინტუიციას და სწორედ მასზე დაყრდნობით გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ გარშემომყოფთა თქვენს მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრას და სწორი არჩევანის გაკეთებას. კარგი პერიოდია კომუნიკაბელურობის, გონებამახვილობის გამოსავლენად, მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად და ახალი პარტნიორების შესაძენად, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და იმ სირთულეებს შეჭიდება, რომელთა გადაჭრა შემდეგ კვირაში უფრო მარტივი იქნება.

მშვილდოსანი – მეტად იღბლიანი კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ  იდეების განხორციელება და კარიერის განვითარება, ბიზნესის გაფართოვება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავარია, გონივრულად დააბანდოთ კაპიტალი და არ აჰყვეთ ცდუნებას მსხვილი შემოსავლის სწრაფად მიღების სურვილით. გააქტიურდით და იმოქმედეთ თამამად, თუმცა, მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და გაუმართლებლად გარისკვას.

თხის რქა – საკმაოდ პრობლემური კვირაა, რადგან უსიამოვნებები შეგექმნებათ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ყოველდღიურ ყოფასა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებასაც გაიძულებთ. არა გამორიცხული მოგიწიოთ დათმობაზე წასვლა ან გარკვეული მსხვერპლის გაღება. მოერიდეთ გადატვირთვას და  საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, არ ღირს გარისკვა და დაუგეგმავად მოქმედება, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება. ნაკლებად პერსპექტიული კვირაა საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, უმჯობესია გადართოთ მშვიდი ცხოვრების რიტმზე და მეტი დაისვენოთ.

მერწყული – მეტად იღბლიანი კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, მეგობრებთან და ოჯახის წევრეთან ურთიერთობის გაუმჯობესება, საინტერესო ადამიანების გაცნობა და ნაცნობთა წრის გაფართოვება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოიძიოთ ის პარტნიორები, ვინც სრულად გაიზიარებს თქვენს შეხედულებებს და აუცილებლად დაგეხმარებათ იდეების განხორციელაში, შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში.

თევზები – წინა კვირასთან შედარებით ბევრად აქტიური, სასიკეთო კვირაა, რადგან 19 თებერვლიდან მზე ერთი თვით სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იქნება. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თქვენს გააქტიურებას და დაგეხმარებათ ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენაში. არ გაგიჭირდებათ ახალი საქმიანი პარტნიორების შეძენა და სურვილის შემთხვევაში ბიზნესის გაფართოვება, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, დაკარგული პოზიციების დაბრუნება და ავტორიტეტის გაძლიერება.

 

გეომაგნიტური დღეები – 18, 19, 21 და 23 თებერვალი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები