LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (19-25 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4576
cagareli

ვერძი – საკმაოდ კარგი, იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების, ჩვეული კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ საინტერესო შეთავაზება და ჩაებათ მეტად პერსპექტიულ პროექტში, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. თუმცა, არ ღირს ზედმეტად გატაცება და სამსახურეობრივი ვალდებულებების უგულველყოფა, რათა არ შეიქმნათ პრობლემები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან.

კურო – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად უკეთესი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ამაღლებული თვითშეფასება და გაუმჯობესებული განწყობა კი, თვითგამოხატვასა და საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და რომანტიკული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, კარიერული განვითარებისა და ბიზნესის გასაფართოვებლად. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოკიდოთ ხელი ახალ საქმეს ან სამსახურს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავლებს.

ტყუპები – მართალია, ერთიანობაში მშვიდი და სტაბილური კვირაა, მაგრამ მოულოდნელ ცვლილებებს პირად და საქმიან ცხოვრებაში მაინც ვერ დააღწევთ თავს, რადგან სწორედ ამ კვირაში გაიცნობთ ახალ რომანტიკულ ან ბიზნეს პარტნიორს. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების და ნაცნობების შესაძენად, თვითგამოხატვისთვის, ნიჭის და ინტელექტის გამოსავლენად, ძველი იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად უკეთესი კვირაა, რადგან მოიმატებს თვითრწმენა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე კი, არ გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა.  არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა არა მხოლოდ თქვენი შინაგანი სამყაროს ტრანსფორმაცია, არამედ გარშემომყოფთა თქვენს მიმართ აზრის რადიკალურად შეცვლაც გამოიწვიოს. კარგი პერიოდია ძველი პროექტების გადასახედად და რეალიზაციის ახლი გზების მოსაძიებლად, მთავარია, ენდოთ ინტუიციას და იმოქმედოთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

ლომი – მეტად წარმატებული კვირაა, მთავარია გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა დადებითი შანსი. გაოიჩინეთ ინიციატივა, გამოავლინეთ ყველა საუკეთესო თვისება და უცილებლად შეძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას, თანდაყოლილი შარმი კი, საპირისპირო სქესის პარტნიორების მიზიდვასა და სასურველი შედეგის შეფერხების გარეშე მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია პირად, საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების განსახორციელებლად, მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა არ ღირს გარისკვა და საკუთარ თავზე იმ ვალდებულებების აღება, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

ქალწული – მზე უახლოვდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ მდგომარეობაც ეტაპობრივად გაუმჯობესდება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ენთუზიაზმის მოზღვავებას, ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს და ნელ-ნელა შეუდგებით გადადებული საქმეების დასრულებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ მეტად პერსპექტიული შეთავაზება უცხოეთიდან, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს პირად, საქმიან ცხოვრებას და მაქსიამლურად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

სასწორი – მართალია, საკმაოდ სტაბილური კვირაა, მაგრამ რადიკალური ცვლილებები კვირის მეორე ნახევარში მაინც მნიშვნელოვნად შეცვლიან თქვენს წარმოდგენას სამყაროსა და გარშემომყოფებზე, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კოლეგებისა და ახლო მეგობრების მიმართ, რადგან სწორედ ახლა შეძლებთ მათი რეალური სახის დანახვას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და განსახორციელებლად, პარტნიორული ურთიერთობების და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მორიელი – სასიკეთო, საკმაოდ შედეგიანი კვირაა, რადგან გაძლიერებული თვითრწმენის ფონზე, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ორჭოფობის გარეშე შეეჭიდებით ყველა საქმეს და წარმატებით დაძლევთ ნებისმიერ პრობლემას. მთავარია, თვითრწმენა აპმარტავნობაში არ აგერიოთ და არ გააღიზიანოთ ის პარტნიორები, ვისგანაც ყველაზე მეტად ელით დახმარებას. იმოქმედეთ თამამად, თუმცა ფრთხილად და ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, რადგან სწორედ ისინი ეცდებიან თქვენს ხარჯზე საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მშვილდოსანი – საკმაოდ ცვალებადი კვირაა. იმოქმედეთ ყურადღებით, რათა არ ჩამორჩეთ მიმდინარე მოვლენებს. გამოიჩინეთ ორგანიზებულობა და მეტი დისციპლინა, მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პრობლემების დაძლევას, სასურველი შედეგის მიღწევას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თხის რქა – წარმატებული, მეტად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და იდეების განხორციელებას. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და ავტორიტეტის გასაძლიერებლად, არაა გამორიცხული სწორედ ახლა განიცადოთ შინაგანი ტრანსფორმაცია, სრულიად ახლებურად დაინახოთ ძველი ნაცნობები და აღიქვათ მიმდინარე მოვლენები.

მერწყული – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მართალია, გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენება, მაგრამ საქმიან და პირად ცხოვრებაში მაინც შეძლებთ ცვლილებების განხორციელებას. არაა გამორიცხული მოულოდნელად მიიღოთ მემკვიდრეობა ან შეიცვალოთ ბინა, წამოიწყოთ ოჯახური ბიზნესი ან  გრანდიოზული მშენებლობა. კარგი კვირაა პროფესიული განვითარებისა და ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად, თუმცა, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს დაღლა და ზედმეტად გადატვირთვა.

თევზები – აქტიური, საკმაოდ დინამიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადადგმასა და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. არაა გამორიცხული სწორედ ახლა გაიცნოთ გავლენიანი მფარველები, ვინც შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოვლენასა და ნებისმიერი იდეის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ.

 

გეომაგნიტური დღეები – 20, 23, 24 და 25 აგვისტო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები