LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

487
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი – შემოქმედებითი, სულიერი ამაღლების კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას. მოიმატებს ამბიციები და კარიერის განვითარების სურვილი. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მართალია, ყველა წამოწყებაში წარმატება გელით, მაგრამ არ ღირს ილუზიებით და ფუჭი იმედებით მოქმედება. უმჯობესია გამოიჩინოთ პრაგმატულობა და მაქსიმალურად დაუახლოოთ თქვენი სურვილები რეალობას.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და ზედმეტად გადატვირთვა, უმჯობესია აიღოთ შვებულება და დაისვენოთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, არ ღირს საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ახალი საქმის ან სამსახურის დაწყება, რადგან მაღალია, შეცდომების, მათ შორის იურიდიული შეცდომების დაშვების ალბათობა.

ტყუპები – მეტად ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ აქტიურად მოქმედებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას და იდეების განხორციელებას. კარგი პერიოდია კოლექტიური საქმიანობისთვის, მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, ცოდნის მისაღებად და საკუთარი შესაძლებლობების ახალ სფეროში მოსასინჯად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად საინტერესო პროექტში მონაწილეობის შეთავაზება.

კირჩხიბი – ნაკლებად წარმატებული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით  და შესაძლოა გახდეთ ავადაც. მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება, რადგან ვერ შეძლებთ დაგეგმილის განხორციელებას და მხოლოდ იმედი გაგიცრუვდებათ. აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, არ ღირს საეჭვო პროექტებში კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების გაკეთება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.

ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ამ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დინამიკური და აქტიური კვირაა მთელი წლის განმავლობაში. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შრომისუნარიანობის გამოვლენას. არაა გამორიცხული გაძლიერებული თვითრწმენისა და მოჭარბებული ამბიციების ფონზე მეტად ორიგინალური იდეები მოგივიდეთ და თქვენთვის უჩვეულო მეთოდით სცადოთ მათი განხორციელება. მართალია, ყოველმხრივ პოზიტიური პერიოდია, მაგრამ უმჯობესია აკონტროლოთ ეგოიზმი და საკუთარი სურვილები, რათა ძალაუფლების მოპოვების და გავლენის სფეროების გაფართოების სურვილმა არ შეგიქმნათ პრობლემები კოლეგებთან და მეგობრებთან.

ქალწული – მეტად რთული კვირაა, რადგან სწორედ ახლა სრულდება თქვენი განვითარების ერთწლიანი პერიოდი. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რადგან მოულოდნელად წააწყდებით შეზღუდვებსა და წინასწარ გაუთვალისწინებელ სირთულეებს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და დაასრულოთ ძველი პროექტები. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვა სერიოზულ სტრესად იქცევა და ნერვული აშლილობით გამოიხატება. გამოიჩინეთ მაქსიმალური თავშეკავება, მართალია, გამაღიზიანებელი იქნება გარშემომყოფთა კრიტიკა, მაგრამ მაინც არ ღირს პროვოკაციებს აყოლა და აგრესიის გამოვლენა. ეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები, რადგან მაღალია გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების ალბათობა.

სასწორი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და აქტიურად მოქმედების სურვილი. კარგი პერიოდია სულიერი განვითარებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, გარშემომყოფებთან კონფლიქტების მოგვარებისა და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული  გაიცნოთ მეტად საინტერესო ადამიანები, გააფართოოთ ნაცნობთა წრე და მიიღოთ თქვენთვის უცნობ სფეროში საქმიანობის შეთავაზება. თუმცა, არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რათა არ მოგიწიოთ საქმიან პარტნიორებთან დაპირისპირება.

მორიელი – საკმაოდ პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოჩენა და აქტიურად მოქმედება, საქმიანი შეხვედრების გამართვა და თქვენთვის სასურველი პირობების მიღება. უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და მეტი დაისვენოთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება კი, შემდეგი კვირისთვის გადადოთ. აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, მოერიდეთ ხელმძღვანელებთან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კამათს, რადგან ნებისმიერი უთანხმოება სერიოზული კონფლიქტით დასრულდება.

მშვილდოსანი – პოზიტიური, მეტად დინამიკური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას, ორგანიზატორული ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და საქმიანი კავშირების გასაფართოებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებას.

თხის რქა – რთული, საკმაოდ პრობლემური კვირაა. იძულებული გახდებით დახარჯოთ დიდი დრო და ენერგია ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან სტაბილური ურთიერთობის შესანარჩუნებლად, რადგან ფინანსური პრობლემები არა მხოლოდ თქვენს, არამედ მათ გეგმებზეც ნეგატიურად აისახება. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება ოფიციალური დოკუმენტების, ხელშეკრულებების გაფორმებისას, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, სესხის აღებისა და ფულის ვალად გაცემისგან, რადგან ნებისმიერი ერთი შეხედვით მარტივი ოპერაცია, სამომავლოდ სერიოზული პრობლემებით დაგიბრუნდებათ.

მერწყული – მოვლენებით დატვირთული, მეტად საინტერესო კვირაა. გამოიჩინეთ ინიციატივა, ეცადეთ მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლობები, რადგან სწორედ ახლა დაინტერესდებიან პარტნიორები თქვენი პერსონით და მეტად სარფიანი შეთავაზებებით გაგანებივრებენ. მიიღეთ მათი დახმარება, რადგან სწორედ პარტნიორთა და ხელმძღვანელთა მხარდაჭერით შეძლებთ გავლენის სფეროების გაფართოებას. კარგი კვირაა პროფესიული ამბიციების დაკმაყოფილებისა და ბევრად მაღალი სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად.

თევზები – მეტად დინამიკური კვირაა. მართალია, მოგიწევთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და საკუთართან ერთად სხვისი ვალდებულებების შესრულება, მაგრამ ნებისმიერ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე ბევრად მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ ხარჯავდით. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოგიწიოთ ძველი პროექტების დასრულება, ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის გარკვევა და გაცემული დაპირებების შესრულება.

გეომაგნიტური დღეები – 2, 5, 7 და 8 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები