LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (21-27 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (21-27 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მზემ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლა, ამიტომ თქვენი ენერგოტონუსიც ეტაპობრივად გაძლიერდება, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. 21 იანვრის გამოკლებით, როცა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მეტ-ნაკლებად შეაფერხებს თქვენს გეგმებს, კვირა საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, საინტერესო პროექტებში ჩაბმას, კარიერულ წინსვლას და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას. გაზრდით ავტორიტეტს და მნიშვნელოვნად გააფართოვებთ გავლენის სფეროებს, მომატებული ამბიციები, პასუხიმგებლობა და ყოველთვის თამამად გარისკვის უნარი კი, დადებითი შესაძლებლობების გამოყენებასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

კურო – 21 იანვრის გამოკლებით, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რთული იქნება, კვირა საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოგიწევთ შიშებთან და კომპლექსებთან, შეზღუდვებთან და აკრძალვებთან ბრძოლა, მაგრამ წარმატებით დაძლევთ ნებისმიერ წინაღობას. შეძლებთ კარიერულ წინსვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა არ ღირს გარშემომყოფთათვის ჭკუის სწავლება და მორალის კითხვა, რაც აუცილებლად ნეგატიურ საპასუხო რეაქციას გამოიწვევს და კონფლიქტის მიზეზიც გახდება. გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებების განხორციელებას და წარმატების მიღწევას მხოლოდ მაქსიმალური გააქტიურებით და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებით მოახერხებთ.

ტყუპები – 22 იანვრიდან ეტაპობრივად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ჩვეული კომუნიკაბელურურობის, გონებამახვილობის გამოვლენას და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, რომლებიც მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში და სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენს მსოფლმხედველობაზე. არაა გამორიცხული, სწორედ ახლადშეძენილი მეგობრები დაგეხმარონ იდეების რეალიზაციასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მთავარია, გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი.

კირჩხიბი – ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რომელიც განსაკუთრებით 21 და 22 იანვარს დასუსტდება, არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც, ადვილად გაღიზიანდებით და გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა. არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ძველი დაავადებებიც. კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად და პროფესიული განვითარებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და საჭირო კონტაქტების დასამყარებლად. მთავარია, სწრაფად შეძლოთ ახალ სიატუაციაში ადაპტირება და წაყენებულ მოთხოვნებს მორგება.

ლომი – გაძლირებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, განუმეორებელი შარმის წყალობით კი, ადვილად მიიზიდავთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მთავარია, ზედმეტი წარმოდგენა არ შეიქმნათ საკუთარ თავზე და არ სცადოთ გარშემომყოფთათვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება, რაც მხოლოდ ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს და სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდება. დაძლიეთ ეგოიზმი, გაითვალისწინეთ კოლეგათა ინტერესები და ხელი შეუწყვეთ ახლობლებს იდეების განხორციელებაში, რაც თქვენც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ქალწული – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რომელიც საგრძნობლად დასუსტდება და ემოციურ პრობლემებთან ერთად  გუნება-განწყობასაც სერიოზულად გაგიფუჭებთ. მართალია, უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, მოგიწევთ გადაუდებელი შეხვედრების გამართვა, მაგრამ იძულებული გახდებით დაიცვათ ბალანსი და ეტაპობრივად სცადოთ ყველა სირთულის მოგვარება, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი და უსიამოვნება საქმიან პარტნიორებთან. არაა გამორიცხული გაგიჩნდეთ ილუზიები, რაც ხელს შეგიშლით მოვლენების ობიექტურად შეფასებასა და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

სასწორი – 21 იანვრის გამოკლებით, კვირა საკმაოდ პოზიტიური იქნება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და იდეების რეალიზებას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას, პირადი, საქმიანი ურთიერთობების მოწესრიგებას და მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას, რომელთა უმეტესობა თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი პარტნიორები, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს ინტერესებს და დაგეხმარებიან გეგმების განხორციელებაში.

მორიელი – საკმაოდ მძიმე ორშაბათის (21 იანვრის) გამოკლებით, საკმაოდ დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტუნისის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ძალის მოზღვავებას და გაგიუმჯობესდებათ გუნება- განწყობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. კარგი პერიოდია მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და სარფიანი გარიგებების გასაფორმებლად, პროფესიული განვითარებისა და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მთავარია არ აჰყვეთ ილუზიებს და გაითვალისწინოთ ახლობელთა რჩევა.

მშვილდოსანი – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ 21 იანვარს, როცა მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, არასტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კი, მეტი თავშეკავების გამოვლენას გაიძულებთ, რათა უმიზეზო აგრესიითა და გაღიზიანებით არ შეიქმნათ პრობლემები გარშემომყოფებთან. თუმცა, სტაბილური და საკმაოდ სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერდება ენერგოტონუსი და იგრძნოთ ძალის მოზღვავებას. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, ბიზნესის გასაფართოვებლად და ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად, არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც რადიკალურ ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში და დაგეხმარებიან ძველი იდეების განხორციელებაში. მთავარია განთავისუფლდეთ შიშისგან, კომპლექსებისა და ერთგავრი სტერეოტიპებისგან, ენდოთ საკუთარ თავს და დაიჯეროთ საკუთარი შესაძლებლობების. სიურპრიზი გელით კვირის ბოლოს, როცა იუპიტერის ჰარმონიული ურთიერთობა ურანთან და მარსთან მოულოდნელ წარმატებას მოგიტანთ პირად ცხოვრებაში.

თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნოთ ძალის მოზღვავებას, შეძლებთ ჩვეული შუპოვრობის და შრომისუნარიანობის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და საკთარ თავზე ლიდერის ფუნქციის აღებას. მარტივად განახორციელებთ ყველა ჩანაფიქრს და მოიპოვეთ კარიერული წინსვლის სერიოზულ შანსს. მართალია, პროფესიული ზრდა კონფლიქტის მიზეზი გახდება ოჯახის წევრებთან, მაგრამ წარმატებული კარიერის სასარგებლოდ მაინც მოგიწევთ მსხვერპლის გაღება. არაა გამორიცხული სწორედ ახლა აგინაზღაურდეთ ძველი პროექტები ან დაიბრუნოთ ვალები, გაგეზარდოთ ხელფასი ან გამონახოთ შემოსავლის ახალი წყარო. მთავარია არ შეგეშინდეთ სირთულეების და საკუთარი თავის რწმენით შეხვდეთ გამოწვევებს.

მერწყული – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ დაძაბული 21 იანვრის გამოკლებით, კვირა სასიკეთო და მეტად წარმატებული იქნება. ეტაპობრივად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას. შეძლებთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას, ძველი იდეების განხორციელებას და პროფესიულ განვითარებას. არაა გამორიცხული გაიჩინოთ გავლენიანი პარტიორები ან ჩაებათ მეტად მომგებიან პროექტში, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ.

თევზები – ეტაპობრივად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა და შეგიპყრობთ დეპრესია. დაიცავით ზომიერება, თანაბრად გადაანაწილეთ დრო, ენერგია საქმეებზე და ეცადეთ მეტი დაისვენოთ, რადგან გადაღლა პირველ რიგში განწყობაზე აისახება ნეგატიურად. გარკვეული სირთულეების მიუხედავად, საკმაოდ სასიკეთო კვირაა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, არაა გამორიცხული ჩაებათ მსხვილ პროექტებში, მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო ან სამსახური.

 

გეომაგნიტური დღეები – 21, 24, 26 და 27 იანვარი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები