LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (22-28 აპრილი)

1260
cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (22-28 აპრილი).  იღბლიანი და საკმაოდ წარმატებული იქნება კვირის პირველი ნახევარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, თუმცა მეორე ნახევარში, როცა დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადავა, ყველას მოუწევს გარკვეულ სირთულეების დაძლევა.

ვერძი – სასიკეთო, საკმაოდ დინამიურ კვირის პირველი ნახევარში გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. იგრძნოთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, გაძლიერებული ნებისყოფის წყალობით კი, ყველა მნიშვნელოვან საქმეს თქვენთვის სასარგებლო შედეგით დაასრულებთ. მართალია, მზისა და პლანეტა ურანის ჰარმონიული ურთიერთობა დაგეხმარებათ იდეების განხორციელებასა და საიმედო პარტნიორების შეძენაში, მაგრამ, კვირის მეორე ნახევარში მაინც მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ფულის ხარჯვისას, რადგან მოულოდნელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი, იძულებული გახდებით თავი შეიკავოთ მსხვილ საყიდლებისა და ინვესტიციებისგან.

კურო – მართალია, კვირის პირველი ნახევარი უფრო სასიკეთო იქნება, ვიდრე კვირის ბოლო, მაგრამ ერთიანობაში მაინც საკმაოდ კარგი პერიოდია. ეტაპობრივად გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც. განსაკუთრებით გაუმართლებთ აპრილის ბოლოს დაბადებულ კუროებს, რომლებიც წარმატებით განახორციელებენ ნებისმიერ ჩანაფიქრს. თუმცა, კვირის ბოლოს მაინც მოგიწევთ ფინანსების კონტროლი, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა სწორედ ფინსნსური ინტერესების დაპირისპირების ფონზე. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.

ტყუპები – საკმაოდ პოზიტიურ კვირის პირველ ნახევარს შედარებით რთული მეორე ნახევარი შეცვლის. მართალია, მერკურისა და ვენერას ჰარმონიული კავშირი დაგეხარებათ იდეების წარმატებით განხორციელებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სახლსა და სამსახურში ძველი პრობლემების მოგვარებასა და კოლეგებთან, მეგობრეთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში მაინც მოგიწევთ მეტი სიფრთხილის და თავშეკავების გამოჩენა, რადგან მაღალია გარშემომყოფთა მხრიდან პროვოკაციების ალბათობა.

კირჩხიბი – მეტად ჰარმონიული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც, ინტუიციის წყალობით კი, არ გაგიჭირდებათ მართებული გადაწყვეტილებების მიღება. მერკურისა და ვენერას ჰარმონიული ურთიერთობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში პოზიტიურად აისახება თქვენს შემოქმედებით საქმიანობაზე და დაგეხმარებათ ძველი იდეების რეალიზაციაში, გავლენიანი პარტნიორების შესაძენასა და ნაცნობთა წრის გასაფართოვებაში, თუმცა, კვირის მეორე ნახევარში თავს შეგახსენებენ ძველი ნაცნობები თავისი პრობლემებით, გარშემომყოფები კი, გააძლიერებენ ჭორებს და ინტრიგებს თქვენს წინააღმდეგ.

ლომი – კვირის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაძლიერდება თქვენი თვითრწმენა, შეძლებთ გააქტიურებას და თავისუფლად მოქმედებას, საუკეთესო თვისებების და იმნტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას, ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, ძველი იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან მიიღოთ ბევრად მაღალი თანამდებობა. თუმცა, მოჭარბებული პრეტენზიები კვირის მეორე ნახევარში გარშემომყოფთა უკმაყოფილებას, გაღიზიანებას გამოიწვევს და კონფლიქტებისგანაც გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, ნუ აჰყვებით ილუზიებს და ნუ ეცდებით საკუთარი თავის მოტყუებას, იმოქმედედ ცივი გონებით, ეცადეთ მეტი ობიექტურობა და პრაგმატულობა გამოიჩინოთ პრობლემების მოგვარებისას.

ქალწული – მშვიდი და საკმაოდ იღბლიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ მოგზაურობას და საინტერესო ნაცნობების შეძენას, იდეების განხორციელებას და ახალი პერსპექტივების აღმოჩენას, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთა მხარდაჭერა კი, თვითრწმენას შეგმატებთ და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის ბოლოს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის მოძიება, რაც თავის მხრივ, კონფლიქტების და ძველი შეთანხმებების, ხელშეკრულებების გაუქმების მიზეზი გახდება.

სასწორი – საკმაოდ სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა მზისა და ურანის ჰარმონიული ურთიერთობა დაგეხმარებათ გააქტიურებასა და ინიციატივის გამოჩენაში, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის ახლებურად წარმოჩენასა და პარტნიორებთან ურთერთობის გაუმჯობესებაში, ამიტომ ეცადეთ სწორედ ამ პერიოდში მოაგვაროთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან კვირის მეორე ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენებს მორგება და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. არაა გამორიცხული მოგიწიოთ გარისკვა, რათა დაიცვათ საკუთარი უფლებები და შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა.

მორიელი – ჰარმონიული და წარმატებული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ პარტიორებთან ძველი უთანხმოების მოგვარებას და იდეების განხორციელებას, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას და მატერილური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ერთდროულად მოგიწევთ ყველა პრობლემის, მათ შორის ფინანსური სირთულეების დაძლევა. არაა გამორიცხული გაუმართლებელ რისკზე მოგიხდეთ წასვლა, რაც საკმაოდ მძიმე შეცდომებს დაგაშვებინებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

მშვილდოსანი – მეტად დინამიურ კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება და პროფესიული საქმეების მოგვარება. არაა გამორიცხული სწორედ ახლა განხორციელდეს თქვენს სამსახურში რეფორმები, რაც კარიერულ ზრდასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თუმცა, საკმაოდ რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ინიციატივას ამჯერად პარტნიორები აიღებენ საკუთარ თავზე და მათ სურვილებს, პირობებს დათანხმებას გაიძულებენ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, გაგებით მოეკიდეთ პარტნიორთა მოთხოვნებს, რათა არ დაძაბოთ ურთიოერთობა და არ გახდეთ არასასურველი კონფლიქტის მიზეზი.

თხის რქა – კვირის პირველ ნახევარში, რომელიც მეტად პოზიტიური იქნება, შეძლებთ გააქტიურებას, ინტელექტუალური პოტენციალის და საუკეთესო თვისებების სრულად გამოვლენას. არ გაგიჭირდებათ ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, პარტნიორებს შორის კონფლიქტის მოგვარება და კოლექტიური პროექტების წარმატებით განხორციელება. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა ერთდროულად  რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ, ზედმეტი ვალდებულებები კი, ფიზიკურ გადატვირთვას და გაღიზიანებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ.

მერწყული – მშვიდ და პერსპექტიულ კვირის პირველ ნახევარში არ გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება და პარტნიორებთან უთანხმოების მოგავრება. შესაძლოა მოიძიოთ ახალი სამსახური ან დაიწყოთ საქმე, რომლისთვისაც დიდხანს ემზადებოდით. კვირის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ სახლში, რადგან თავს შეგახსენებენ მოუწესრიგებელი ყოფითი პრობლემები. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოგიწიოთ საცხოვრებლის შეცვლა ან სერიოზული სარემონტო სამუშაოების დაწყება, თუმცა მოულოდნელობებს სწრაფად ადაპტაციის უნარის წყალობით მარტივად შეძლებთ სირთულეების დაძლევას და გართულებების თავიდან არიდებას.

თევზები – საკმაოდ იღბლიან კვირის პირველ ნახევარში არ გაგიჭირდებათ პრობლემების გადაჭრა და ძველი საქმეების დასრულება, დასახული გეგმების, იდეების განხორციელება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება და უთანხმოების მოგვარება. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში ვერ შეძლებთ მიმდინარე მოვლენებს მორგებას და მოულოდნელ ცვლილებებზე სწრაფად რეაგირებას, რაც საკმაოდ პერსპექტიული შანსებს დაკარგვინებთ, პრობლემები ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და დიდი ხნით გაგიფუჭებთ განწყობას.

 

გეომაგნიტური დღეები – 23, 26, 27 და 28 აპრილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები