LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (25-31 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2438
cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (25-31 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა მეტ-ნაკლებად ყველა ნიშანზე აისახება, ადამიანებში გაძლიერდება იმპულსურობა და სულსწრაფობა, მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

ვერძი -მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა, სწორედ თქვენი დროა! გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ორგანიზატორული ნიჭის და კონტაქტურობის, სითამამის და ბრძოლისუნარიანობის გამოვლენას, იდეების რეალიზაციას და კარიერულ განვითარებას, მაგრამ სულსწრაფობა, იმპულსურობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი ხელს შეგიშლით საღად აზროვნებასა და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებაში, არაა გამორიცხული გარისკოთ და იმ ნაკლებად წარმატებულ პროექტში ჩაებათ, რომელიც მომავალში მხოლოდ ზარალს მოგიტანთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, მოერიდეთ გართობასა და დროსტარებაში ფულის უაზროდ ხარჯვას.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. მართლია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან კონფლიქტებისგან თავის დაღწევა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი შეცდომების გააზრება და გამოსწორება, რაც თავის მხრივ, გაუგებრობების და გარშემომყოფთა კრიტიკის მიზეზი გახდება.

ტყუპები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, წარმატებით მოგზაურობას და ახალი ნაცნობების შეძენას, კარიერულ ზრდისა და პროფესიულ განვითარებას, მაგრამ იძულებული გახდებით დაიცვათ ფინანსური ინტერესები და გადაჭრათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. არაა გამორიცხული, სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველ მეგობრებთან ან ჩვეულ გარემოსთან სამუდამოდ დამშვიდობება, რათა რადიკალურად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება.

კირჩხიბი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან ცნობიერების ერთგვარი ტრანსფორმაცია, ახალი მიზნები და სურვილები ხელს შეგიშლიან მიმდინარე მოვლენების საღად აღქმასა და სწორად შეფასებაში. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეგახსენონ თავი ძველმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, რაც საქმიან პარტნიორებთან სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება.

ლომი – მეტად დინამიური კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა, თუმცა, საგრძნობლად შემცირდება თქვენი ავტორიტეტი, მოგიწევთ გარშემომყოფთა კრიტიკის მოსმენა და ყველა პრობლემის ახლობელთა დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გადაჭრაა, რაც თავის მხრივ, იმედგაცრუების, სასოწარკვეთი მიზეზი გახდება, თავს კი, მოტყუებულად და დამცირებულად იგრძნობთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მაქსიმალურად შეასრულოთ ყოველდღიური ვალდებულებები.

ქალწული – საკმაოდ კონფლიქტური კვირაა, რადგან გაგიჭირდებათ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. მოგიწევთ სხვათა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რაც თქვენს გაღიზიანებას და აგრესიას გამოიწვევს, საკუთარი უფლებების დაცვის სურვილი კი, კოლეგებთან სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდება.

სასწორი – მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოვლენას და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოყენებას, არ გაგიჭირდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოგვარება და ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, რაც ემოციურთან ერთად ფიზიკურ გადღლასაც გამოიწვევს, საქმეთა დიდი ნაწილი კი, არასასურველი შედეგით დასრულდება.

მორიელი – პრობლემებით დატვირთული კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ დათმობაზე წასვლა და საქმიან, სასიყვარულო პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, უთანხმოების მთავარი მიზეზი კი,  მათი სურვილების და მოთხოვნების უგულველყოფა იქნება. იძულებული  გახდებით მოისმინოთ კრიტიკა და მწვავე შენიშვნები, რაც თქვენს გაღიზიანებას და ენთუზიაზმის შემცირებას გამოიწვევს. არაა გამორიცხული დაირღვეს ან საერთოდ არ შესრულდეს ძველი შეთანხმებების პირობები, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და ხელს შეგიშლით აქტიურ მუშაობაში.

მშვილდოსანი – საკმაოდ დინამიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული კონტაქტურობის და გონებამახვილობის გამოვლენას, მოიმატებს შრომისუნარიანობა და ოპტიმიზმი, თუმცა ძალიან გაგიჭირდებათ გეგმების სულად განხორციელება, რადგან ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე საქმის კეთება. მართალია, არ დაიშურებთ დროს და ენერგიას, მაგრამ პროექტთა უმეტესობა მაინც ნეგატიური შედეგით დასრულდება, რაც თქვენს გაღიზიანებას და თვითშეფასების შემცირებას გამოიწვევს. უმჯობესია სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და ერთხელ არჩეული გეგმით, ეტაპობრივად შეუდგეთ იდეების განხორციელებას. არაა გამორიცხული სურვილებს აყოლილმა უაზროდ მოინდომოთ ფულის ხარჯვა, რაც საბოლოოდ მხოლოდ ფინანსურ პრობლმებს მოგიტანთ.

თხის რქა – მართალია, სწრაფად ცვალებად კვირში მარტივად შეძლებთ მიმდინარე მოვლენების გაკონტროლებას, რაც საგრძნობლად გააძლიერებს თქვენს თვითრწმენას, მაგრამ გააქტიურებული მოშურნეები და ფარული მტრები, რომლებიც არ მოერიდებიან ჭორებსა და ინტრიგების ხლართვას თქვენს ზურგს უკან, მნიშვნელოვნად შეაფერხებენ თქვენს სამომავლო გეგმებს და ხელს შეგიშლიან  კაპიტალის გაზრდაში. მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფთა და განსაკუთრებით იმ ადამიანთა მიმართ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით ღალატს.

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან მოგიწევთ იმ ძველი საქმეების დასრულება და ვალების გასტუმრება, რომლებიც არა მხოლოდ თავს შეგახსენებენ, არამედ გარშემომყოფებთან ურთიერთობაშიც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნიან. იძულებული გახდებით მოისმინოთ კოლეგათა კრიტიკა და გადააფასაოთ საკუთარი როლი კოლექტიურ საქმიანობაში, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე და კიდევ უფრო დაძაბავს მათთან ურთიერთობას.

თევზები – ერთგვარი დანაკარგების კვირაა, რადგან მოულოდნელად მოგიწევთ გეგმების რადიკალურად შეცვლა, რაც უამრავ პერსფექტიულ შანსსა და შესაძლებლობას დაგაკარგინებთ. მართალია, უამრავ დაპირებას მიიღებთ, მაგრამ მათი დიდი არასდროს შესრულდება, რაც ერთის მხრივ იმედგაცრუების და ფინანსური დანაკარგების, მეორეს მხრივ კი, პარტნიორებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება.

 

გეომაგნიტური დღეები – 25, 28 და 29 მარტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები