LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (26 ივლისი – 1 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

371
cagareli

ვერძი – პოზიტიური, მეტად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას. კარგი პერიოდია კარიერის გასავითარებლად ან ახალი საქმის დასაწყებად, იდეების განსახორციელებლად და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად, ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, არ დაიზაროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.

კურო – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც შეძლებთ ინიციატივის, შეუპოვრობის, ორგანიზატორული უნარების გამოვლენას და სასურველი შედეგის მიღწევას. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და ახალი სამსახურის დასაწყებად, არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად საინტერესო და სარფიანი შეთავაზებები. მთავარია, შეინარჩუნოთ საკუთარი თავის რწმენა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პირადი და საქმიანი ურთიერთობების მოწესრიგებას.

ტყუპები – მართალია, შავი მთვარე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, მაგრამ კვირა მაინც სასიკეთო იქნება. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. სწორედ ახლა შეგიძლიათ ძველი დანაკარგის კომპენსირება და შეცდომების გამოსწორება.

 კირჩხიბი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თავი შეიკავეთ აქტიური და სარისკო მოქმედებებისგან, უმჯობესია დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ახალი სამსახურის დასაწყებად. მთავარია ზედმეტად არ გადაიღალოთ და მისცეთ ორგანიზმს ენერგიის აღდგენის საშუალება.

 ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და იღბლიანობა. აუცილებლად დაფასდება თქვენი შრომა, არაა გამორიცხული აგინაზღაურდეთ ძველი პროექტებიც. კარგი პერიოდია კარიერის განვითარებისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად, პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და სასიყვარულო რომანების გასაბმელად. მთავარია არ იზარმაცოთ, იაქტიუროთ და გამოიჩინოთ ინიციატივა.

 ქალწული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მაინც შეძლებთ შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. კარგი პერიოდია ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად და იდეების განსახორციელებლად. არაა გამორიცხული ახლებურად შეაფასოთ ძველი ნაცნობები, ძველი სამუშაო და გაგიჩნდეთ რადიკალური ცვლილებების განხორციელების სურვილი. ნუ მოგერიდებათ მიმართოთ რჩევისთვის ხელმძღვანელებს, ბევრად გამოცდილ ადამიანებს და იმოქმედოთ მათი კარნახით.

 სასწორი – მეტად აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მთავარია არ დაივიწყოთ ჩვეული დიპლომატია და დელიკატურობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პოპულარობის მოპოვებას და გარშემომყოფთა პატივისცემისა დამსახურებას. კარგი პერიოდია მოლაპარაკებების გასამართად, კარიერის განვითარებისა და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, საკუთარ შეცდომებში გასარკვევად და მათ გამოსასწორებლად.

 მორიელი – მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც შეძლებთ შრომისუნარიანობის და ენთუზიაზმის შენარჩუნებას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და მართებული არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად წარმოსაჩენად, იდეების და ოცნებების განსახორციელებლად. მთავარია, ზედმეტად არ გადაიღალოთ და მისცეთ ორგანიზმს დასვენების, ძალების აღდგენის საშუალება.

 მშვილდოსანი – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. კარგი პერიოდია საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად, ახალი კონტაქტების დამყარებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კვირა მეტად იღბლიანი იქნება, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ამ პერიოდში მოაგვაროთ.

 თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, ენერგოტონუსი ეტაპობრივად დასუსტდება, ამიტომ შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება, მაგრამ ამ კვირაში მაინც შეძლებთ აქტიურობის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე სწორედ ამ პერიოდში შეასრულოთ, რაშიც პირველ რიგში ავტორიტეტი და საკუთარი რეპუტაცია დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი ან სასიყვარულო კავშირების გასაბმელად, არაა გამორიცხული გაიცნოთ ადამიანი, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

 მერწყული – საკმაოდ ნაყოფიერი, იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, რთული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებას. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი პარტნიორების შესაძენად და ახალი საქმის დასაწყებად, პირადი ურთიერთობების და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 თევზები – მეტად აქტიური, შედეგიანი კვირაა. შეძლებთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას, ფინანსური პრობლემების მოგვარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მით უფრო, რომ სხვისთვის გაწეული დახმარება ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და დაძაბული იქნება.

 გეომაგნიტური დღეები – 26, 28, 31 ივლისი და 1 აგვისტო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები