ვერძი – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ოპტიმიზმი და ავტორიტეტი საზოგადოებაში. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ლიდერული თვისებების გამოვლენას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის, დამატებითი ვალდებულების აღებას. კარგი პერიოდი ახალი კავშირების დასამყარებლად და კონტაქტების გასაფართოვებლად, განვითარებისთვის აუცილებელი საშუალებების მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული, რომანტიკური ურთიერთობა გააბათ ყოფილ საქმიან პარტნიორებთან, მთავარია არ იზარმაცოთ, ინტენსიურად გამართოთ შეხვედრები და მოლაპარაკებები.

კურო – მეტად პოზიტიური კვირაა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის, რაშიც მატერიალური დაინტერესებაც დაგეხმარებათ, რადგან სწორედ ის იქცევა აქტიურად მოქმედების მთავარ მოტივაციად. თუმცა, არც ჯანმრთელობა, დასუსტებული ენერგოტონუსი დაგრჩეთ უყურადღებოთ, რომლის ფონზე ემოციური მდგომარეობაც ნაკლებად სტაბილური იქნება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ზედმეტად გადატვირთვას, არ ღირს იმ საქმის საკუთარ თავზე აღება, რომლის შესრულებას დრო და განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება.

ტყუპები –  ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის განმავლობაში. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის, გონებამახვილობის, ინიციატივის გამოჩენას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულების აღებას, მით უფრო, რომ იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. კარგი კვირაა მოგზაურობისა და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, ახალი საქმის ან სამსახურის დასაწყებად, საინტერესო ნაცნობების შესაძენად და კონტაქტების გასაფართოვებლად, რაც პროფესიულ განვითარებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. მთავარია, არ იზარმაცით და მაქსიმალურად გამოიყენოთ წარმატების ყველა შანსი.

კირჩხიბი –  დინამიური, თუმცა ქაოტური კვირაა. მართალია, მთელ ყურადღებას პირად ურთიერთობებზე გადაიტანთ, მაგრამ არც საქმიანი პარტნიორების დავიწყება ღირს, რადგან სწორედ ახლა გაქვთ იდეების განხორციელების საუკეთესო შანსი, მთავარია, ხმამაღლა გამოთქვათ საკუთარი აზრები და თამამად წამოაყენოთ პირობები. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გაიცნოთ ადამიანები, ვინც სრულად გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს და მაქსიმალურად დაგეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ყურადღების გამახვილება გმართებთ ჯანმრთელობაზე, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა.

ლომი – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ქარიზმა და შინაგანი შარმი. შეძლებთ გააქტიურებას, ახალი საქმის დაწყებას და წარმატებით განვითარებას. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო, რომელიც ფინანსური სტაბილურობის მოპოვებასა და მატერიალური პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

ქალწული – საინტერესო, მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის, ლიდერის თვისებების გამოვლენას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სერიოზული ცვლილებების განხორციელებას და ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას. მთვარია, ინტესიურად ითანამშრომლოთ პარტნიორეთან, რადგან სწორედ ახლა ჩაფიქრებული და დაგეგმილი პროექტები მოგიტანთ წარმატებას.

სასწორი – საკმაოდ კარგი, შემოქმედებითი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, პოტენციალის სრულად გამოვლენას და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. არ გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, ავტორიტეტის მოპოვება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მთავარია ზუსტად გამოიყენოთ ძველი კავშირები და ინტენსიურად იმუშავოთ ახალ ურთიერთობებზე. კარგი პერიოდია აზარტულ თამაშების ან ლატარიის მოსაგებად, რადგან სწორედ ამ კვირაში გაგიღიმებთ ბედი.

მორიელი – დინამიური, ძველი საქმეების და ურთიერთობების მოწესრიგების კვირაა, მთვარია, მოთოკოთ ამბიციები და თავად სცადოთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება. თუმცა, არც ჯანმრთელობა უნდა დაივიწყოთ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება.

მშვილდოსანი – პოზიტიური, მეტად ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. მთავარია გააქტიურდეთ და იმოქმედოთ თამამად, რადგან ყველა სფეროში გექნებათ წარმატების მოპოვების შანსი. კარგი პერიოდია ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და სპონსორების მოსაძიებლად, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან იდეების განხორციელებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

თხის რქა – პოზიტიური, მეტად დინამიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, საქმის დასრულებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ დივიდენტები ძველი პროექტებიდან. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, რადგან საპირისპირო სქესის წარმომადგენლები სწორედ ამ კვირაში გამოიჩენენ თქვენს მიმართ ყურადღებას.

მერწყული – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრზანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და გონებამახვილობის გამოვლენას, იდეების ჩამოყალიბებას და წარმატებით განხორციელებას. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება ან ჩაერთოთ ახალ პროექტში, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.

თევზები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია გაცივების, ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. დროებით თქვით უარი კოლექტიურ პროექტებზე და გადაერთეთ ინდივიდუალურ საქმიანობაზე. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ძველი საქმეების დასრულება, ვალების გასტუმრება ან ურთიერთობის გარკვევა, ნეგატიურად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე. პრობლემებია მოსალოდნელი პროფესიონალურ სფეროშიც, რადგან გააქტიურებული კონკურენტები და მოშურნეები ჭორებითა და ინტრიგებით შეეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.

 

გეომაგნიტური დღეები – 3, 5, 6, 8 და 9 თებერვალი.

 

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05