ვერძი – სასიკეთო, მეტად ნაყოფიერი კვირაა, რადგან შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და ყველა პრობლემის მარტივად მოგვარებას. არაა გამორიცხული სერიოზული ცვლილებების განხორციელებით სრულიად ახალი ეტაპი დაიწყოთ ცხოვრებაში, გავლენიანი მფარველობის წყალობით კი, კარიერა განავითაროთ ან წამყვანი პოზიცია მოიპოვოთ საზოგადოებაში. მთავარია, არ იზარმაცოთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ  ყველა შანსი და გადადების გარეშე დაასრულოთ ყველა პროექტი, რასაც ხელმძღვანელებიც აუცილებლად დაგიფასებენ.

კურო – გასულ კვირასთან შედარებით, ბევრად სასიკეთო კვირაა, რადგან მარტივად შეძლებთ პრობლემებში გარკვევას და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე დაძლევას, იდეების განხორციელებას და ახალი პროექტების დაწყებას, რაშიც გარშემომყოფთა კეთილგანწყობაც დაგეხმარებათ, მთავარია, უარი არ თქვათ ახლობელთა თანადგომაზე. კარგი პერიოდია ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და ურთიერთობის აღსადგენად, კონტაქტების გასაფართოვებლად და იმ ავტორიტეტული პირების გასაცნობად, ვისთანაც დიდი ხანია ოცნებობთ თანამშრომლობას.

ტყუპები – პოზიტიური, მეტად შედეგიანი კვირაა. მთავარია, არ იზარმაცოთ, გამოჩინოთ ინიციატივა, ორგანიზატორული ნიჭი და აქტიურად შეუდგეთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის, ურთულესი საკითხების გადაწყვეტას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ, რადგან არა მხოლოდ იდეებს განახორციელებთ და პროფესიულ წარმატებას მიარწევთ, არამედ პირად ცხოვრებასაც რადიკალურად შეცვლით, არაა გამორიცხული სამუდამოდ დაემშვიდობოთ მტანჯველ ურთიერთობას ან გაიცნოთ ახალი ადამიანს, რომელიც უამრავ სიახლეს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

კირჩხიბი – საკმაოდ აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, დასახული გეგმების შესრულებას და გავლენის სფეროების გაფართოვებას, რაშიც პარტნიორებიც სიამოვნებით დაგიჭერენ მხარს. კარგი პერიოდია ქველმოქმედებისა და სხავთა დასახმარებლად, უთანხმოების მოსაგვარებლად და ძველი მოწინააღმდეგეების თანამოაზრეებად ქცევა. მთავარია, არ დაიზაროთ და გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შანსი.

ლომი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. იმოქმედეთ გააზრებულად და მოერიდეთ ყველა სარისკო მოქმედებას, რადგან სამუშაო მართლაც ძალიან ბევრი გექნებათ, ყველაფრის ერთად მოსწრების, ერთგვარ ავანტიურაში ჩაბმის სურვილი კი, მხოლოდ შეცდომებს დაგაშვებინებთ. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და პროფესიონალიზმის გამოსავლენად, ერთობლივ პროექტებში ჩასაბმელად და ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეების გასაცნობად. მთავარია, სწორად შეაფასოთ სიტუაცია და დროულად აღმოაჩინოთ ყველა ის ხიფათი, რაც თქვენს წარმატებას აფერხებს.

ქალწული – საინტერესო, მეტად მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. უამარავი ახალი შანსი გექნებათ თვითრეალიზაციისა და საკუთარი შესაძლებლობის წარმოსაჩენად. მთავარია, გააქტიურდეთ და ყურადღება გამოიჩინოთ იმ დეტალების მიმართ, რომელთაც მანამდე ვერასდროს ამჩნევდით. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ინფორმაციის, ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად და ცოდნის გასაღრმავებლად, ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

სასწორი – მეტ-ნაკლებად სტაბილური, ნაყოფიერი კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოისურვებთ გააქტიურებას და რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულებას, მაგრამ გადატვირთვა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით და გაგიმწვავებთ ქრონიკულ დაავადებებს, რაც საერთო განწყობაზეც ნეგატიურად აისახება. კარგი პერიოდია იდეების განსახიორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია, მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, უმჯობესია გამოიყენოთ შარმი, რაც პროფესიულ წინსვლაშიც შეგიწყობთ ხელს და გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოვებაშიც დაგეხმარებათ.

მორიელი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ხართ. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, იმ საჭირო სიტყვების მოძიებას, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენენ და პოზიტიურად განაწყობენ გარშემომყოფებს თქვენს მიმართ. კარგი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად ან სამსახურის მოსაძიებლად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად და ხელმძღვანელებისთვის საკუთარი პირობების წასაყენებლად.

მშვილდოსანი – ნაკლებად ჰარმონიული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე თვითრწმენის შენარჩუნებაც ძალიან გაგიჭირდებათ. შეგიძლიათ გააქტიურდეთ და შეასრულოთ გადაუდებელი საქმეები, თუმცა არ ღირს ახალი საქმის დაწყება და გრანდიოზულ პროექტებს შეჭიდება. საიდუმლოდ შეინახეთ სამომავლო გეგმები, იმოქმედეთ მხოლოდ კარგად ნაცნობ სფეროში და ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რომლებიც ჭორებით და ინტრიგებით შეეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.

თხის რქა – პოზიტიური, მეტად ჰარმონიული კვირაა, რადგან არც საკუთარ თავში, სურვილებში გაგიჭირდებათ გარკვევა, არც ძველი ურთიერთობების მოწესრიგება, სამსახურში გააქტიურებით და ინიციატივის გამოჩენით კი, მნიშვნელოვან საკითხებსაც  მოაგვარებთ და ხელმძღვანელებთანაც სწრაფად გამონახავთ საერთო ენას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკუთარ თავზე შუამავლის ფუნქციის ასაღებად და სხვათა პრობლემების მოგვარებლად, რაც ავტორიტეტის გაზრდასა და გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მერწყული – პოზიტიური კვირაა ფინანსური და პროფესიული პრობლემების დასაძლევად, რაშიც კოლეგებიც აქტიურად დაგეხმარებიან, მთავარია დამოკიდებულება შეცვალოთ ვალდებულებების მიმართ, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოსაძიებლად და იმ პარტნიორებთან მოლაპარაკების გასამართვად, ვისთანაც ყოველთვის გიჭირდათ საერთო ენის მოძიება.

თევზები – სასიკეთო, საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და იდეების განხორციელებას, რაშიც გავლენიანი მფარველებიც აქტიურად დაგეხმარებიან. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, არ იზარმაცოთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შესაძლებლობა.

 

გეომაგნიტური დღეები – 4, 5, 8 და 9 ნოემბერი.

 

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები