LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (7–13 ივნისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

567
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის კვირის (7–13 ივნისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი – მეტ–ნაკლებად სტაბილური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა ფარული მტრები ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენი საქმეების შეფერხებას.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად აღმოჩნდეთ ჩაბმული სხვათა კონფლიქტში. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებში მონაწილეობას, რადგან მაღალია მატერიალური პრობლემების და ფინანსური დანაკარგის ალბათობა. თავი შეიკავეთ ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმისგან, რადგან ასე მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან.

 ტყუპები  – სასიკეთო კვირაა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ეცადეთ, სწორედ ამ პერიოდში მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები და გამართოთ საქმიანი შეხვედრები. არაა გამორიცხული მოულოდნელად მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებაში დაგეხმარებათ. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაგიჭირდებათ იდეების რეალიზაცია და სასურველი შედეგის მიღწევა.

კირჩხიბი  – მეტ–ნაკლებად სასიკეთოა კვირის პირველი ნახევარი. შეძლებთ ახალი კონტაქტების გაბმას და იდეების რეალიზაციას. ბევრად დაძაბული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან დაიწყება წლის განმავლობაში ერთ–ერთი ყველაზე რთული პერიოდი. ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. ეცადეთ არ გაღიზიანდეთ, თავი შეიკავოთ შენიშვნებისა და გარშემომყოფთა კრიტიკისგან. უმჯობესია დაისვენოთ ან იმუშაოთ ინდივიდუალურად, რათა თავიდან იცილოთ კონფლიქტები და დაპირისპირებები კოლეგებთან.

 ლომი  – მეტად პოზიტიურია კვირის პირველი ნახევარი. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, სამომავლო გეგმების შემუშავებისა და მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად. შედარებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ორმაგი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ ნებისმიერი საქმის შესასრულებლად.

 ქალწული – საკმაოდ ნაყოფიერია კვირის პირველი ნახევარი, ამიტომ სწორედ ამ პერიოდში უნდა მოასწროთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა. ბევრად დაძაბული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გართულდება ნებისმიერი საქმის შესრულება, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები, კონფლიქტები და დაპირისპირებები. არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა არა მხოლოდ გეგმების, არამედ ცხოვრების წესის შეცვლაც გაიძულოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და იმოქმედეთ გააზრებულად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

 სასწორი  – მეტად აქტიურია კვირის პირველი ნახევარი. ეცადეთ სწორედ ამ პერიოდში გაისტუმროთ ვალები და დაასრულოთ ძველი პროექტები, მაქსიმალურად გამოიყენოთ პარტნიორული ურთიერთობები და გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მოჭარბებული ამბიციები და ძალაუფლების გადამეტება არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც შეგიქმნათ პრობლემებს. მარცხით დასრულდება ყველაფრის ერთად მიღების სურვილი, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფების აგრესიას და უკმაყოფილებას გამოიწვევთ.  უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და მოითხოვოთ მხოლოდ ზომიერების ფარგლებში.

 მორიელი  – შედარებით სტაბილურია კვირის პირველი ნახევარი, როცა ყველა მნიშვნელოვანი საქმის დასრულება მოგიწევთ. ეცადეთ სწორედ ამ პერიოდში მოაგვაროთ ოჯახური პრობლემები და შეასრულოთ სამსახურებრივი ვალდებულებები, რადგან კვირის მეორე ნახევარი მოულოდნელ პრობლემებს მოგიტანთ, რომელთა დაძლევა ძალიან გაგიჭირდებათ. მოიმატებს ჭორების და ინტრიგების, სკანდალების, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებების ალბათობა. არაა გამორიცხული პარტნიორთა უპასუხისმგებლობამ ისევ თქვენ შეგიქმნათ ფინანსური სირთულეები.

მშვილდოსანი  – საკმაოდ შედეგიან კვირის პირველ ნახევარში თავისუფლად დაძლევთ სერიოზულ პრობლემებს, შეძლებთ შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ძველი პროექტების დასრულებას და ფინანსური დივიდენდების მიღებას. თუმცა, ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ძალიან გაგიჭირდებათ მიღწეული შედეგის შენარჩუნება. მოთმინებით მოისმინეთ გარშემომყოფთა კრიტიკა, მოერიდეთ აგრესიის და უკმაყოფილების გამოხატვას, რადგან ასე მხოლოდ დაამძიმებთ ისედაც რთულ ურთიერთობას.

თხის რქა  – საკმაოდ აქტიურია კვირის პირველი ნახევარი. შეძლებთ რთული საკითხების გადაწყვეტას, ძველი პროექტების დასრულებას და სამომავლოდ გეგმების შემუშავებას, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობას და სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. მთავარია, მოუსმინოთ ინტუიციას, რომელიც არა მხოლოდ პარტნიორებთან ურთიერთობაში, არამედ ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გადაწყვეტაშიც დაგეხმარებათ. მეტი სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით, შეუსრულებელი საქმეები კი, თქვენს გაღიზიანებას და უკმაყოფილებას გამოიწვევს. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა.

 მერწყული  – მეტად პოზიტიურია კვირის პირველი ნახევარი. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და ყველა რთული საკითხის მარტივად გადაწყვეტას. მთავარია, ენდოთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მისი წყალობით გააკეთებთ სწორ არჩევანს. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა ეჭვით შეხედავთ გარშემომყოფებს და ახლობლების მიმართაც დაკარგავთ ნდობას, სულსწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები კი, სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. აკონტროლეთ ემოციები, სიჯიუტე და ზედმეტი პრინციპულობა, რადგან ასე მხოლოდ დაამძიმებთ ისედაც რთულ სიტუაციას.

 თევზები  – განსაკუთრებით სასიკეთოა კვირის პირველი ნახევარი. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, განახორციელოთ ყველაზე თამამი იდეები და სრულად ისიამოვნოთ შედეგით. ბევრად დაძაბული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება და ახლობლების პრობლემებზე ზრუნვა ძირითად საქმიანობაში შეგიშლით ხელს. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში განხორციელდეს სერიოზული სამსახურებრივი ცვლილებები, რომელთათვისაც არ აღმოჩნდებით მზად. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან ასე მხოლოდ გაირთულებთ მდგომარეობას.

გეომაგნიტური დღეები – 7, 9, 10 და 12 ივნისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები