მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (5-11 აგვისტო).

ვერძი – აქტიური, მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა. შეძლებთ ჩვეული გონებამახვილობის გამოვლენას, იდეების ჩამოყალიბებას და წარმატებით განხორციელებას, ახალი ნაცნობების შეძენას და კონტაქტების გაფართოვებას, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად და რთული პრობლემების მოსაგვარებლად, გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და საზოგადოებაში პოპულარობის მოსაპოვებლად. არაა გამორიცხული ნაკლებად წარმატებული მეგობარი ან კოლეგა უკმაყოფილო აღმოჩნდეს თქვენი წინსვლით, თუმცა არ ღირს აღელვება, ისიამოვნეთ ცხოვრებით და დატკბით საკუთარი წარმატებით.

კურო – ემოციურად დაძაბული კვირაა, ამიტომ უმჯობესია გადაერთოთ მშვიდი ცხოვრების რიტმზე. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. მოერიდეთ გადატვირთვას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. კარგი პერიოდია საშინაო საქმეების მოსაწესრიგებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად, თუმცა არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ ბიზნესს, რადგან ახლო მომალში სწორედ ის გახდება თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო. მართალია, მიიღებთ კოლექტიურ პროექტებში ჩართვის შეთავაზებას, მაგრამ უმჯობესია თავი შეიკავოთ მსგავსი წინადადებისგან და იმუშავოთ მხოლოდ ინდივიდუალურად.

ტყუპები – იღბლიანი და მეტად დინამიური კვირაა. შეძლებთ ჩვეული გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, ნოვატორული იდეების ჩამოყალიბებას და წარმატებით განხორციელებას, რაც პროფესიულ ზრდასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მთავარია მოუსმინოთ ინტუიციას, რომელიც მოქმედების სწორ გზას მიგანიშნებთ და ნებისმიერი წამოწყების წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გაიცნოთ ის, ვინც მომავალში საუკეთესო საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორი გახდება.

კირჩხიბი – ნაკლებად იღბლიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, რადგან შინაგანი დისკომფორტი არ მოგცემთ ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას და ნებისმიერი წამოწყება უშედეგოდ დასრულდება. არაა გამორიცხული კამათი მოგივიდეთ პარტნიორებთან, რაც სერიოზულ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში გადაიზრდება. მეტი ყურადღება მიაქციეთ პროფესიულ საქმიანობას, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან მოიძიოთ ახალი სამსახური.

ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ქარიზმისა და შარმის წყალობით კი, სწრაფად მოხიბლავთ საპირისპირო სქესის წარმოამდგენლებს, რომელთა სიმპათიას და კეთილგანწყობას ისევ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი პროექტების დასაწყებად, ძველი პოზიციების აღსადგენად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად, კარიერული განვითარებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ გრანდიოზულმა გეგმებმა და არ თქვათ უარი ყოველდღიური საქმეების შესრულებაზე, რადგან მოვალეობების უგულველყოფა მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში.

ქალწული – ნაკლებად წარმატებული კვირაა, რადგან სრულდება განვითარების ერთწლიანი ციკლი. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. მოერიდეთ ზედმეტი ინიციატივის და ამბიციის გამოვლენას, გადატვირთვას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და თავი შეიკავოთ ახალი პროექტების დაწყებისგან. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს, რადგან გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები. აუცილებლად მიიღეთ მეგობართა დახმარება, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ სირთულეების დაძლევას.

სასწორი – მეტად იღბლიანი, საინტერესო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. იგრძნობთ ენთუზიაზმის და ენერგიის მოზღვავებას. შეძლებთ ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. თამამად შეგიძლიათ ჩაებათ კოლექტიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც კარიერულ განვითარებასა და პოპულარობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების, ძველ პარტნიორთან ურთიერთობის აღსადგენად და ახალი რომანტიკულ თავგადასავალში ჩასაბმელად. თუმცა ზედმეტად ნუ აჰყვებით გრძნობებს, ემოციებს და ნუ დაივიწყებთ ყოველდღიურ მოვალეობებს, რათა არ გამოგეპაროთ მიმდინარე მოვლენები და ცვლილებები პროფესიულ სფეროში.

მორიელი – მეტად აქტიური კვირაა. თამამად შეგიძლიათ გამოიჩინოთ ინიციატივა, რაც პროფესიულ წინსვლასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თუმცა, დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მაინც არ ღირს ზედმეტად გარიკვა და საკუთარ თავზე იმ ვალდებულებების აღება, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ. ზუსტად განსაზღვრეთ საკუთარი შესაძლებლოები და ნუ აჰყვებით ილუზიებს, მოერიდეთ გარშემომყოთა მიმართ პრეტენზიის გამოთქმას და საკუთარი უპირატესობის მტკიცებას, რადგან ზედმეტი ამბიციურობა ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

მშვილდოსანი – იღბლიანი, მეტად წარმატებული კვირაა. მთავარია გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ პოზიტიური შანსები. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და კავშირების გასაფართოვებლად, გავლენიანი პარტნიორების მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად და პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

თხის რქა – დინამიური, მნიშვნელოვანი ცვლილებების კვირაა, რაც განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში აღმოჩნდება მოულოდნელი. არაა გამორიცხული წარსულის გადაფასება, ძველი ნაცნობების ახლებურად გაცნობა და სამომავლო გეგმების სრულად შეცვლაც მოგიხდეთ. გააქტიურდით, გამოიჩინეთ ინიციატივა და შესაძლოა იმდენად სარფიან პროექტს გამოჰკრათ ხელი, რომელიც დიდი ხნით დაგავიწყებთ მატერიალურ პრობლემებს. თუმცა, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე მაინც არ ღირს ზედმეტად გადაღლა და ყველას ნაცვლად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

მერწყული – აქტიური, მეტად მრავლეროვანი კვირაა. მთავარია, არ იზარმაცოთ, გამოიჩინოთ ჩვეული გონებამახვილობა და გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შესაძლებლობა. გამოიყენეთ კოლეგათა და მეგობართა დახმარება, რომლებიც მაქსიმალურად შეგიწყობენ ხელს ნიჭის და საუკეთესო უნარების გამოვლენაში, იდეების განხორციელებასა და მატერიალური მდგომრეობის გაუმჯობესებაში. კარგი პერიოდია ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ძველ პარტნიორთან ურთიერთობის აღსადგენად ან ახალი რომანის დასაწყებად, საინტერესო პარტნიორების, გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად და პერსპექტიული პროექტების დასაგეგმად, მთავარია, იმ ადამიანებისგან განთავისუფლდეთ, ვინც ხელს უშლის თქვენს წინსვლასა და განვითარებას.

თევზები – ნაკლებად შედეგიანი კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიჭირდებათ გააქტიურება და დასახული მიზნების სრულად განხორციელება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან ვერც ხელმძღვანელებზე შეძლებთ შთაბეჭდილების მოხდენას, ვერც საქმიან პარტნიორებზე.

 

გეომაგნიტური დღეები – 7, 8 და 11 აგვისტო.

 

 

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები