LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (9-15 დეკემბერი)

1582
mixeil-cagareli-3

მიხეილ ცაგარელის კვირის (9-15 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მეტად პოზიტიური კვირაა, რადგან შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის, გონებამახვილობის და კომუნიკაბელურურობის გამოვლენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი ნაცნობების შესაძენად და ძველ მეგობრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად. მთავარია, არ დაიზაროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის ყველა სასიკეთო შანსი.

კურო – მართალია, საკმაოდ პერსპექტიული კვირაა, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორთა მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათი დახმარებით შეძლებთ სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. კარგი პერიოდია, ძველი იდეების, გადადებული პროექტების რეალიზებისა და ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად.

ტყუპები – მეტ-ნაკლებად სტაბილურ კვირაში ძალიან გაგიჭირდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება. უმჯობესია გამოიჩინოთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა და კიდევ უფრო არ დაძაბოთ ისედაც რთული ურთიერთობა. თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე არც ინიციატვის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და საინტერესო პროექტების განხორციელება გაგიჭირდებათ. არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარეაში ან მოულოდნელად მიიღოთ მემკვიდრეობა, რაც მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.

კირჩხიბი – სასიკეთო, საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. შეძლებთ ბიზნესის გაფართოვებას და საქმიან, სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. მართალია,  ცოტა მოსაწყენ, რუტინულ საქმეში ჩაბმა მოგიწევთ, მაგრამ აუცილებლად დაგიფასდებათ მონდომება, რადგან რთულ პროექტებსაც მარტივად დაძლევთ და მატერიალურ მდგომარეობასაც საგრძნობლად გაიუმჯობესებთ.

ლომი – მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული მოიძიოთ საინტერესო სამსახური ან დაიკავოთ მეტად პრესტიჟული თანამდებობა. მთვარია, არ გაგიტაცოთ ახალმა იდეებმა და იმოქმედოთ თანმიმდევრულად, მხოლოდ წინასწარ შემუშავებული გეგმით.

ქალწული – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის, ვალდებულებების აღება. მოერიდეთ საქმიან პარტნიორებთან კამათს, რადგან შესაძლოა, ერთმა შემთხვევითმა სიტყვამაც კონფლიქტი გამოიწვიოს და დიდი ხნით გაგიფუჭოთ მათთან ურთიერთობა. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, ეცადეთ მეტი დაისვენოთ, შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და მომავლისთვის გადადოთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.

სასწორი – პოზიტიური, მეტად იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გაძლიერდება ინტუიცია და ნებისყოფა, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და საკმაოდ რთული პროექტების თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი ფინანსური წყაროების მოსაძიებლად და სასრგებლო ნაცნობების შესაძენად. მთავარია, სწორად გაანალიზოთ მიღებული ინფორმაცია, იმოქმედოთ სწრაფად და ორგანიზებულად.

მორიელი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსი ფონზე არასტაბილირი იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და უაზროდ გარისკვა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ბიუჯეტი, რადგან გაწეული ხარჯი ზარალს უფრო მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. მართალია, ძალიან მოგწონთ როცა  გაქებენ, მაგრამ გიჭირთ საღად აზროვნება და ლოგიკურად მოქმედება, რითაც ისევ სხვები სარგებლობენ. არაა გამორიცხული, მოგიწიოთ პარტნიორთა საქმეებში ჩაბმა, რადგან სწორედ მათი შეცდომები გაფერხებენ წინსვლასა და საკუთარი იდეების განხორციელებაში.

მშვილდოსანი – სასიკეთო, მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის, ლიდერის ფუნქციის აღებას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი  პარტნიორების შესაძენად და ბიზნესის გასაფართოვებლად. მთვარია, არ იზარმაცოთ და არ გადადოთ მომავლისთვი ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ.

თხის რქა – ნაკლებად სტაბილური კვირაა, ამიტომ მეტი სიფრთხილის და თავშეკავების გამოჩენა გმართებთ, რათა თავი დაიზღვიოთ უსიამოვნებებისგან, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები თქვენივე შეცდომების გამოყენებით ეცდებიან ზიანის მოყენებას. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, მშივნელოვანი შეხვედრების გასამართად და სამომავლო გეგმების დასასახად. თუმცა, არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, ახალი საქმის ან სამსახურის დაწყება.

მერწყული – მეტად მრავალფეროვანი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, მოგზაურობას და ახალი ნაცნობების შეძენას, მნიშვნელოვნი შეხვედრების გამართვას და მომავალი წლისთვის მეტად პერსპექტიული პროექტების დაბევებას, სულიერ, ინტელექტუალურ განვითერებას და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. მთავარია, უარი არ თქვათ მეგობრების, ახლობლების დახმარებაზე, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ იდეების განხორციელეას და დასახული გეგმების შესრულებას.

თევზები – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. განსაკუთრებით გაგიმართლებთ პროფესიულ სფეროში. მთავარია, არ დაიზაროთ, უარი არ თქვათ შეთავაზებებზე და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა სასიკეთო შანსი, რადგან მსხოლოდ ასე შეძლებთ კარიერის განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ძველი კონფლიქტების მოსაწესრიგებლად და მეგობრებთან, კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

 

გეომაგნიტური დღეები – 9, 11, 12 და 14 დეკემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები