LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში შეიძლება ქართველი დაბრუნდეს: როსონერი ჩაკვეტაძეს აკვირდება

CHAKVETADZE

იტალიური „მილანი“ გიორგი ჩაკვეტაძეზე ფიქრობს.

Sport Mediaset-ის ჟურნალისტი „მილანის“ ტრანსფერებზე წერს და მათ შორის ქართველი ნახევარმცველიც მოიხსენია.
მითითებულია სატრანსფერო ფასიც – „გენტი“ ქართველში 15 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული სხვადასხვა ცნობით, 19 წლის ქართველს ტოპ ჩემპიონატების კლუბები – დორტმუნდის „ბორუსია“, გლადბახის „ბორუსია“, „რომა“, „ტოტენჰემი“ და „ბარსელონა“ აკვირდებიან.

რა შეხსენება უნდა იმას, რომ „მილანში“ თავის დროზე დიდებული კარიერა ქონდა ქართველ მცველ კახა კალაძეს, რომელმაც ძალიან ძლიერ „მილანში“, სუპერვარსკვლავების გვერდით, მთელი ცხრა წელი გაატარა და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები