განახლებული Mitsubishi L200 მონაწილეობას რბოლაში მიიღებს. პიკაპი 2019 წლის სეზონისთვის ძალიან აქტიურად ემზადება და მასთან ერთად შეჯიბრში სხვადასხვა ბრენდების განახლებული სერიული მოდელებიც გამოვლენ.

SuperUte-ს ვერსია სერიული L200-ის ბაზაზეა აწყობილი. პიკაპი მოდერნიზებული 2.4 დიზელითაა აღჭურვილი და ამასთან მან სპორტული სისტემა Tremac 6060 მიიღო, რაც მას საშუალებას მისცემს რომ სიჩქარე ბევრად უფრო ეფექტურად გაზარდოს.

Mitsubishi L200-ის ძრავი 344 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და პირველი „ასეულის“ ასაკრეფად მხოლოდ 3,5 წამი სჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ია.

ხოლო, თუ როგორ იასპარეზებს პიკაპი ავსტრალიურ რბოლაზე, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

 

 

ტეგები: Mitsubishi

მსგავსი თემები