LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოაშორეთ სარი: მოხუცი მეგოლე და ვარდისფერი ბურთები – ამბები მოკლედ

121
Capturegfg

პარაგვაის ნაკრების თავდამსხმელი ოსკარ კარდოსო კოპა ამერიკის ყველაზე უხუცესი გოლის ავტორი გახდა. მან პენალტი გაუტანა ყატარს 36 წლის და 27 დღის ასაკში. ამით კარდოსომ მოხსნა 1946 წელს დამყარებული – 35 წლის და 124 დღის – დელფინ კასერესის რეკორდი.

„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ბანოლის რაიონში, ერთ-ერთ სახლის კედლიდან მოაძვრეს დაფა, რომელიც მაურისიო სარის საპატივსაცემოდ ეკიდა. 60 წლის სარი ნეაპოლელია, ახლა კი მოძულე „იუვენტუსის“ მწვრთნელი გახდა და უკმაყოფილებაც ამან გამოიწვია.

 

 

L’Equipe: პსჟ მზადაა ნეიმარი გაყიდოს.

„სევილიამ“ შეათანხმა კონტრაქტი მაქსი ლოპესთან, მაგრამ „მარსელი“ 25 მლნ ევროს ითხოვს.

„ატლეტიკო“ ბრუნუ ფერნანდეშისთვის „სპორტინგს“ 50+10 მლნ ევროს შეთავაზებს.

ჰენრიკ ლარსენი კვლავ გახდა „ჰელსინგბორგის“ მწვრთნელი. ის კლუბიდან იმის გამო წავიდა, რომ ფანები მის შვილს თავს დაესხნენ.

„ინტერი“ ვერ უთანხმდება „რომას“ ჯეკოს ტრანსფერზე. მოლაპარაკებები შეჩერებულია.

„რომა“ და „ვალენსია“ სილესენზე აცხადებენ პრეტენზიას. „ევერტონი“ ბრძოლას გამოეთიშა.

„იუვენტუსს“ სურს „ტოტენჰემის მცველი ტრიპიერი. ტრანსფერი 30 მლნ ფუნტად ფასდება.

„ბაიერნს“ და დორტმუნდის ‘ბორუსიას“ მატს ჰუმელსის ტრანსფერზე უთანხმოება აქვთ.

„ბარსელონას“ სურს უახლოეს ორ კვირაში 65 მლნ ევროს ფეხბურთელები გაყიდოს.

პრემიერლიგაში მომდევნო სეზონში ვარდისფერ დატანილი ბურთებით ითამაშებენ. ახალი ბურთი Nike Merlin ძირითადად თეთრია, მაგრამ არის მუქი ლურჯი და ვარდისფერიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები