LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოტოციკლეტისტები მალე ფრენას დაიწყებენ

70
lazareth-moto-volante-flying-motorcycle-3

მფრინავი მოტოციკლი უკვე რეალობაა და პირველი პროტოტიპი ფრანგებმა გამოსცადეს
უნიკალური მოტოციკლეტი ფრანგულმა კომპანია Lazareth Auto-Moto-მ შექმნა და მალევე მისი გამოცდაც დაიწყო. ოთხბორბლიანმა მოტომ ოთხი ტურბორეაქტიული ძრავი მიიღო, რაც მას სიმაღლეზე ასვლაში ეხმარება.
როგორც მწარმოებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მოტოციკლეტი აფრენას ვერტიკალურად იწყებს და ამ დროს მასზე მხოლოდ ერთი ადამიანი ზის. აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის გამოყენება არამხოლოდ ცაში, არამედ ხმელეთზეც ჩვეულებრივადაა შესაძლებელი.
სიახლე ბაზარზე ოქტომბრის თვეში გამოვა და მისი ფასი 496 ათასი ევროდან დაიწყება. პირველი სერია ლიმიტირებული იქნება, ამიტომ ფრენის მსურველებმა აუცილებლად უნდა იჩქარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები