LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოტოციკლეტისტებს ამიერიდან ციფრული „ანგელოზი“ დაეხმარებათ

110
motoemergencnews

კომპანია Bosch–მა შექმნა სისტემა Help Connect, რომელსაც „ციფრულ ანგელოზსაც“ უწოდებენ. ავტოსაგზაო ინციდენტის შემთხვევაში აპლიკაცია საჭირო სამსახურებს ოპერატიულად გამოიძახებს.

ინოვაციური სისტემა ეს არის გადამცემი რომელიც მოტოციკლეტზე მონტაჟდება და პროგრამა რომელიც ბაიკერმა სმარტფონში უნდა გადმოწეროს. სიახლეს სიჩქარის თუ მოტოციკლეტის გადახრის კუთხის გაზომვა წამში 100–ჯერ შეუძლია. გარდა ამისა, ტექნოლოგია იმასაც ზუსტად განსაზღვრავს მოტოციკლეტი პარკინგზე გადაყირავდა თუ ავარია მოძრაობის დროს მოხდა.

ავარიის შემთხვევაში ინფორმაცია სასწრაფოდ Bosch–ის სპეციალისტებს გადაეცემათ. ისინი შეეცდებიან ბაიკერს დაუკავშირდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ შეჯახების სიმძიმე შეაფასონ. თუკი მოტოციკლეტისტი კონტაქტზე არ გამოვა, შემთხვევის ადგილისკენ მაშინვე ექიმებს და მაშველებს გაგზავნიან.

ახალი ტექნოლოგია დასაწყისისთვის მხოლოდ გერმანიის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი, მომავალში კი სერვისი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები