LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუსმინეთ, როგორ ჟღერს უნიკალური Mercedes- Benz 190 E

benz

ჩანაწერი სპორტული სკოლის პრაქტიკული გაკვეთილის დროსაა ჩაწერილი.

სპორტული პორტალის automotive Mike-ის Youtube არხზე ნიურბურგრინგზე გადაღებული საინტერესო ვიდეო გამოჩნდა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გადის საკმაოდ რთულ მონაკვეთს Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II.

აღნიშნული Mercedes-ის დებიუტი 1989 წელს ჟენევის ავტოსალონზე შედგა. წინამორბედებისგან განსხვავებით Evo სარბოლო ვერსიას უფრო გავს და ბაზარზე სულ 502 ეგზემპლარი გამოვიდა.

სედანი 2,5 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და 205 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სუპერქარის ღირებულება თავის დროზე 70 ათასი ევრო იყო, დღესდღეობით კი რელიქვია კიდევ უფრო ძვირად ფასობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები