LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდამა 3,4 მილიონ დოლარად ღირებული უნიკალური Pagani Huayra დაამტვრია

105
paganihr

დალასში, ტეხასის შტატში, მოზარდი უნიკალური Pagani Huayra Roadster–ით ავარიაში მოხვდა. ავარიის შედეგად 3,4 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერქარი ისე დაიმტვრა, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარება.

ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველებმა Instagram–ზე ვიდეოც გამოაქვეყნეს, სადაც დამტვრეული როდსტერია ასახული. უსაფრთხოების ბალიშები გახსნილია, მძღოლის მხრიდან კარი სუპერქარის სიახლოვეს ასფლატზე აგდია, ორივე წინა საბურავი დარტყმისგან ძალიან შორს გაფრინდა. ძარის დამტვრეული ნაწილები კი რამდენიმე მეტრის მოშორებით მიმოიფანტა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანქანა 17 წლის ბლოგერმა, ამერიკელი მილიარდელის ტიმ ჰილიანის ვაჟმა, გეიჯ ჰილიანმა დაამტვრია. ავარიის დროს ავტომობილში გეიჯის მეგობარიც იმყოფებოდა და მისი ინფორმაციით, ავარიას ისინი მხოლოდ მცირე დაზიანებებით გადაურჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები