LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ავტომობილების ღირებულების გაძვირების მოლოდინშია

49
carsnews2165

ავტომობილების ღირებულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმატებს. ფასის მატების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ნაწილების ღირებულების გაზრდას ასახელებენ. რამეთუ, ბოლო თვეებში ძალიან გაძვირდა ლითონი და პლასტმასიც.

თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. ავტომწარმოებლები კორონაკრიზისს როგორღაც გაუმკლავდნენ და წარმოების შემცირების მიუხედავად 2021 წლის პირველ ნაწილში გარკვეული მოგებაც კი მიიღეს. ამ პროცესს ხელი ვერ შეუშალა ნაწილების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა.

თუმცა, მკვლევარები წარმოების კლების ტენდენციამ ჩააფიქრა. ავტომწარმოებელთა უმრავლესობა, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიები, მაგალითად Toyota Motor Corp. და Ford Motor Co. ვარაუდობენ, რომ გამოშვებული ავტომობილების რაოდენობას არც მომავალში გაზრდიან. წელს ფირმები 4 მილიონით ნაკლებ ავტომობილს ააწყობენ.

წარმოების შემცირება და ხარჯების ზრდა კი რა თქმა უნდა, დიდი პრობლემის მიზეზი გახდება. ფინანსისტებმა დათვალეს, რომ გაყიდვების 10%–იანი ვარდნა, 100 მილიარდი დოლარის ბრუნვის მქონე კომპანიას, მოგებას 40%–ით შეუმცირებს. თანაც, ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში.

გაიზრდება ავტომობილების ღირებულება, რისთვისაც ავტომფლობელები მზად ნამდვილად არ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები