მსოფლიო ფეხბურთის მმართელი ორგანო წელს The Best FIFA Football Awards-ის ჯილდოებს აღარ ჩამოარიგებს.

ცერემონია მილანში სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ამ წყეული კორონავირუსის გამო აღარ ჩატარდება. Marca-ს ინფორმაციით, ორგანიზაცია არ აპირებს რაიმე სახით ჩაანაცვლოს ივენთი, ამიტომ ჯილდოებს წელს უბრალოდ აღარ დაარიგებენ.

გასულ წელს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ლეო მესის ერგო. მან “ლივერპულის” ჰოლანდიელ მცველ ვირხილ ვან დეიკს და მუდმივ მეტოქე კრიშტიანო რონალდოს გაასწრო.

ფიფა ჯერჯერობით ფიქრობს, სეზონის მიხედვით გადასცეს თუ არა “ოქროს ბუცი” – ევროპის ტოპ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს.

“ოქროს ბურთი” ფრანგული გამოცემა France Football-ის ჯილდოა, რომელიც ჩვეულებრივ წლის ბოლოსთვის ტარდება.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05