LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

52
AFP-TV-20220117-FIN-ARE-DiamondAuction-9WD2DR-en.mp4.00-00-30-23.Still001

მსოფლიოში ყველაზე დიდ შავ ბრილიანტს, რომელსაც „ენიგმას“ ეძახიან Sotheby’s აუქციონის სახლი გაყიდის.
ძვირფასი ქვის წონა 555,55 კარატს შეადგენს და მას თებერვალში დუბაის ბაზარზე გამოიტანენ.

როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენლები აზუსტებენ, ბრილიანტი ამჟამინდელმა მფლობელმა 1999 წელს შეიძინა და მას ვინაობის გამხელა არ სურს. დაუდგენელია ასევე ქვის წარმოშობის ისტორიაც, ერთ-ერთი ვერსიით „ენიგმა“ ალმასის ასტეროიდის ნაწილია და ის დედამიწასთან შეჯახების შემდეგ წარმოიქმნა.

აღსანიშნავია, რომ ბრილიანტს აუქციონზე საწყისი ფასის გარეშე გაიტანენ და მის ყიდვას შეძლებს ის ადამიანი, ვინ ყველაზე მეტის გადახდას მოისურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები