მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა პირველად იფრინა. ამერიკული კომპანიის Stratolaunch Systems-ის მიერ შექმნილი  უზარმაზარი ლაინერი ლოს-ანჯელესის აეროპორტიდან აფრინდა და პირველი რეისი წარმატებით შეასრულა. ხომალდმა ჰაერში ორი საათი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ის კალიფორნიის უდაბნოს თავზე ტრიალებდა.

შეგახსენებთ, რომ რეკორდული ზომის თვითმფრინავის ფრთების ზომა 117 მეტრია, რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს ხომალდმა „ბოინგი“ 747-ის 6 ძრავი მიიღო, რაც მისი ზომებისთვის სრულიად შესაბამისი აღმოჩნდა.

ხომალდი კოსმოსში თანამგზავრის გაგზავნას გეგმავს და სავარაუდო თარიღად 2020 წელი სახელდება.

 

ტეგები: Boeing 747