LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნები დასახელდა

175
Screenshot 2023-03-17 112733

გაბონის რესპუბლიკა Welcoming Countries Rank-2023-ის ვერსიით ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნად დასახელდა. სტუმრების მოყვარული სახელმწიფოების განახლებული რეიტინგი Passport Index-ის ექსპერტებმა შეადგინეს.

აფრიკული ქვეყანა 200 პოზიციისგან შემდგარ სიაში ლიდერობს. რეიტინგი სპეციალისტებმა იმაზე დაყრდნობით შეადგინეს, თუ რამდენ ქვეყანას იღებს კონკრეტული სახელმწიფო უვიზოდ ან ვიზით რომელიც ტურისტს ადგილზე ჩავლის დროს გადაეცემა. გაბონში გამარტივებული წესები მსოფლიოს 198 ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის მოქმედებს.

მასთან ერთად რეიტინგის პირველ ადგილზე მოხვდნენ მალდივები, ეთიოპია, გვინეა, ანგოლა, ჯიბუტი, ბოლივია, ბურუნდი, აღმოსავლეთ ტიმორი, მიკრონეზია, სომალი, მალავი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი, ნიგერია, გვინეა, კამბოჯა, სამოა და რუანდა.

სიაში მეორე ადგილს სეიშელები, სურინამი, ტოგო, მავრიტანია, კაბო-ვერდე და უგანდა იკავებენ. ამ ქვეყნებში გამარტივებული სავიზო რეჟიმი 197 ქვეყნის წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის მოქმედებს.

ლიდერთა სამეულს პალაუ, მადაგასკარი და დომინიკა ასრულებენ. ამ ქვეყნებში 196 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვისაა კარი ღია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები