LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია ეკოლოგია: ბელგიაში სახლებს სხვანაირად გაარემონტებენ

49
61685765_303

ბრიუსელში სახლებს უფრო ენერგოეფექტურს გახდიან, რაც ადგილობრივებს ელექტროენერგიის ხარჯს შეუმცირებს. ბელგიის დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების შერემონტებას 2024 წლიდან დაიწყებენ და ეკოლოგიის დაცვა მთავარი პრიორიტეტი იქნება.

მერიის ინფორმაციით, ამჟამად ბრიუსელში სახლებს ძალიან ცუდი თბოიზოლაცია აქვს, რაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად მეტ ელექტოენერგიას ითხოვს.

გარდა ამისა, როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ქალაქში მავნე გამონაბოლქვის ნახევარზე მეტი საცხოვრებელი სახლების მიერ მოხმარებული ენერგიიდან მოდის. ეს ფაქტი კი ბელგიას ხელს შეუშლის, რომ 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის დონეს მიაღწიოს.

ხელისუფლება გეგმავს, რომ მშენებლებიც გადაამზადოს, რათა მუშაობისას მათ უფრო ეკოლოგიურ მეთოდებს მიმართონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები