LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი მადრიდის “რეალი” კარანტინში გაუშვეს

103
skysports-real-madrid-la-liga-4945977

მადრიდის “რეალმა” კარანტინი შემოიღო. ამის შესახებ კლუბის ოფიცალური საიტი იტყობინება.

მადრიდელთა საკალათბურთო გუნდის ამერიკელი წევრი ტრეი ტომპკინსი კორონავირუსით დაინფიცირდა. რადგან კალათბურთელები და ფეხბურთელები ერთ საწვრთნელ ცენტრში ვარჯიშობენ, ყველა სპორტსმენი და პერსონალი კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს.

“რეალ მადრიდი იუწყება, რომ ჩვენი ძირითადი საკალათბურთო გუნდის წევრს დადებითი შედეგი გამოუვლინდა კორონავირუსზე. “რეალის” კალათბურთელები და ფეხბურთელები, რომლებიც ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ, კარანტინში მოთავსდნენ”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გარდა ამისა, კარანტინზე დაიკეტა “რეალის” მთელი ინფრასტრუქტურა და რეჟიმს დაექვემდებარა მომსახურე პერსონალი.

შეჩერდა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები. უეფამ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების თამაშები გადადო, მათ ორის ბუნებრივია “რეალის” მატჩი “სიტისთან”.

ესპანეთში კორონავირუსის დიაგნოზი სულ უფრო იმატებს, მათ შორის გარდაცვლილთა რაოდენობაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები