LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მყიდველმა Porsche-ს სპორტქარი ტესტ-დრაივზე წაიყვანა და კარგად დალეწა

82
red-porsche-news212232321

„პორშეს“ ბრიტანელ დილერებს ძალიან რთული დღე ქონდათ. პოტენციურმა კლიენტმა ახალთახალი Porsche 911 GT2 RS დასატეტსად წაიყვანა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მასობრივ ავარიაში მოხვდა. შემთხვევის შედეგად 5 ავტომობილი დაზიანდა და როგორც მძღოლმა განაცხადა, ყველაფერი მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, წითელი ფერის სპორტქარი ზედმეტად მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა რა დროსაც წინ მიმავალ ავტომობილს შეასკდა. დროულად დამუხრუჭება მის უკან მომავალმა მძღოლებმაც ვერ მოასწრეს და „პორშეს“ დაეჯახნენ.

შედეგად 5 ავტომობილი დაზიანდა და ხოლო შიგნით მყოფი ადამიანები გადარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ დალეწილი სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია, მისი საბაზრო ღირებულება კი 294 ათას დოლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები