LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორ გამოიყურება ახალი Chevrolet Silverado

chevrolet

ავტომობილის დებიუტი მომავალი წლის თებერვლისთვისაა დაგეგმილი და სიახლე ბრენდის ისტორიაში ყველაზე თანამედროვე მოდელი გახდება. ახალი Silverado თავისი წინამორბედისგან ძალიან განსხვავდება და ავტომობილებს საერთო მხოლოდ სახურავი აქვთ. გარეგნულად პიკაპი ისე გამოიყურება, როგორც მძიმე ტექნიკის ნაწილი და დიზაინერებიც სწორედ ასეთი შეფასების მიღწევას ცდილობდნენ.

სიახლის აგრეგატების გამა – ბენზინის ძრავისა და დიზელის 6,6 ლიტრიანი Duramax-ისგან შედგება. გარდა ამისა, ახალი თაობის Silverado-ს ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებიც გაეზარდა და თუ ძველ მოდელს 1466 კგ-ს გადატანა შეეძლო, სიახლის მონაცემები ბევრად უფრო მეტია. და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ Silverado HD-ს მთავარი კონკურენტი Ford Super Duty-ია. ყველგანმავალი 6,7 ლიტრის დიზელითაა უზრუნველყოფილი და 3465 კგ. ტვირთის გადატანა შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები