LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ როგორ გამოიყურება პოლიციელებისთვის განკუთვნილი  ახალთახალი „ფორდი“

police

Ford-მა პოლიციელებისთვის შექმნილი ახალი ავტომობილი წარმოადგინა. Explorer-ის ბაზაზე აწყობილი ყველგანმავალი  ახალი თაობის ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ბევრი საინტერესო განახლებაც მიიღო.

„ფორდის“ საპატრულო ავტომობილების ოჯახობა 121 კმ/სთ სიჩქარის დარტყმას უძლებს, ეს მაშინ როცა ფედერალური სტანდარტებით ცდები მხოლოდ 80 კმ/სთ სიჩქარეზე ტარდება ხოლმე. მგზავრებისთვის განკუთვნილი განყოფილება სუპერგამძლე მეტალითაა დაცული, რაც მას ყველანაირი დეფორმაციისგან იცავს.

გარდა ამისა, კროსოვერს თანამედროვე სამუხრუჭე სისტემა და გზაზე ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის უნარიც აქვს. ავტომობილის აგრეგატი 3.3 V6 ძრავისგან შედგება და ელექტროძრავთან ერთად მას 100 მილის განვითარება 4,7 წამში შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები