LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თოვლის Ford Bronco, რომელიც ორიგინალის ზომისაა

45
FORDBRONCO20

კომპანია Ford–ის თანამშრომელმა ახალი Bronco–ს თოვლის ვერსია, მასშტაბით 1:1–თან შექმნა. ეკოლოგიურად სუფთა რეპლიკის აწყობაზე 5 დღე დაიხარჯა და მამაკაცმა ნამდვილი ყველგანმავლის ლოდინში დრო ასე გაიყვანა.

„ფორდი“ ახალი Bronco–ს სერიული წარმოების დაწყებას გაზაფხულიდან აპირებდა. თუმცა, Covid-19–ის პანდემიის გამო ყველგანმავალი კონვეიერზე 2021 წლის მაისამდე ალბათ ვერ დადგება. პირველი მყიდველები კი თავის ავტომობილებს ზაფხულში თუ მიიღებენ.

ახალი Bronco–ს შეძენას მწარმოებლის ერთ–ერთი თანამშრომელი ჯეიკობ დი მარიაც გეგმავს და მანქანის მოლოდინში დროის გასაყვანად, მან თოვლით თამაში დაიწყო. საბოლოო ჯამში კი ყველგანმავალის ზუსტი ასლი ააწყო და სახლის უკანა ეზოში დააყენა. ავტომობილის შესაქმნელად ავტორმა 5 დღე დახარჯა. რეპლიკა მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა, ძარის ხაზები, საბურავები, წინა და უკანა ფარები დეტალურადაა გამოკვეთილი.

რაც მთავარია, ჯეიკობი თავისი ნამუშევრით ძალიან კმაყოფილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები