LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ დადის Jaguar-ის კუპე ორ საბურავზე (ვიდეო)

48
jagrmnstr

ბრიტანელმა კასკადიორმა ტერი გრანტმა მთელი ტრასა ორი საბურავით გაიარა. გინესის წიგნის რეკორდსმენმა ტრიუკის ჩასატარებლად კუპე Jaguar F-Type R შეარჩია.

ტერისა და Jaguar-ის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კასკადიორმა ბრიტანული ბრენდის არაერთ დადგმაში მიიღო მონაწილეობა და კროსოვერების რეკლამაც მისი მონაწილეობითაა გადაღებული.

ამჯერად კი მრბოლელმა საზოგადოების გაოცება გადაწყვიტა და გუდვუდის მაგისტრალი, ანუ დაახლოებით 2 კილომეტრამდე მანძილი ორი საბურავით გაიარა.

უჩვეულო მსვლელობისთვის შერჩეულმა კუპემ დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა.

მოდელი 5 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა აღჭურვილი და პირველი „ასეულის“ განვითარეა 4,2 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები