LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ ფუთავს ინდური კომპანია Tata თავის ავტომობილებს

49
tataauto

ინდურმა ავტომწარმოებელმა Tata ვირუსისგან თავის დასაცავად პრევენციის თავისეული მეთოდი მოიფიქრა. გასაყიდად განკუთვნილი ყველა ავტომობილი ჰერმეტულ ბუშტში შეიფუთება და მყიდველს ასე დაელოდება.

ინდური კომპანიის სპეციალისტებმა დაცვის ასეთი მეთოდი იმისთვის მოიფიქრეს, რომ სადილერო ცენტრების თანამშრომლებს ავტომობილებთან რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ქონდეთ. საქმე ისაა, რომ ინდოეთი კორონავრიუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, ამიტომ სოციალური დისტანციის დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, „უსაფრთხოების ბუშტი“ ეს არის გარანტია იმის, რომ ავტომობილი მიკრობებისგან და ვირუსებისგან დაცული იქნება და მყიდველს არაფრის უნდა ეშინოდეს. მანამ სანამ ავტომობილს შეფუთავენ, სპეციალისტები მას დეტალურად ასუფთავებენ და დეზინფექციასაც უტარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები