LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება ახალი Chevrolet Corvette

87
crvtred19

კომპანია Chevrolet-მა ახალი, მე-8 თაობის Corvette წარმოადგინა. ავტომობილმა 502 ძალის V8 ძრავი მიიღო და ის სავარძლების უკანაა განთავსებული. თუკი კლიენტს ეს სიმძლავრე არ დააკმაყოფილებს, სპეციალური ოფციის Z51-ის შეკვეთით დამატებით 5 ცხენის ძალის მიღებაა შესაძლებელი. აგრეგატი 8 დიაპაზონიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ამგვარი აღჭურვილობით დაკომპლექტებული Z51 Performance პირველ „ასეულს“ 3 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს, ზუსტ ციფრებზე კომპანიაში ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.

რაც შეეხება ავტომობილის გაბარიტებს, მისი სიგრძე – 4630 მმ, სიგანე – 1934 მმ, ხოლო სიმაღლე – 1234 მმ-ია. საბარგულის მოცულობა 357 ლიტრს შეადგენს, „კორვეტის“ წონა კი 1530 კგ-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ მოდელი კენტუკის შტატში აიწყო და წინასწარი შეკვეთით მისი ფასი 60 ათასი დოლარიდან დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები