LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება Ferrari-ს ახალი სპორტქარი

73
ferrari-news12121321

იტალიურმა ბრენდმა ახალი სპორტქარი – ორადგილიანი კუპე Roma წარადგინა. მოდელი თავის ნიშას კაბრიოლეტი Portofino-ს ქვეშ დაიკავებს. სპორტქარი მაღალტექნოლოგიური ინტერიერით გამოირჩევა და აგრეგატი „რვასაფეხურიან“ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს

Ferrari Roma ყველაზე კომპაქტურ მოდელებს შორისაა, მისი სიგრძე 4656 მმ, სიგანე – 1974 მმ, ხოლო სიმაღლე მხოლოდ – 1301 მმ-ია. მოდელის წონა კი 1472 კილოგრამს შეადგენს.

სპორტქარის კაპოტის ქვეშ 3,9 ლიტრის მოცულობის V8 ძრავია მოთავსებული. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ძრავია რომელმაც „წლის აგრეგატის“ წოდება ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა. ძრავს 620 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია და პირველ 100 კმ-ს 3,4 წამში ავითარებს. საპასპორტე მონაცემებით, სიახლის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია.

კომპანია Ferrari ჯერ-ჯერობით არ აზუსტებს თუ როდის გამოვა Roma ბაზარზე და რა იქნება მისი ღირებულება. საჯარო პრემიერა კი მომავალ კვირას ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები