ვიდეორგოლში დეტალურადაა ნაჩვენები, თუ როგორ ხდება ელექტრომობილების აწყობა, პირველი წამიდან ბოლო მომენტამდე.

გერმანული ბრენდის ისტორიაში პირველ ელექტრომობილს ქალაქ შტუტგარტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქარხანაში აწყობენ. ეს სწორდ ის ქარხანაა, სადაც სპორტქარებს 911-სა და 718-ს აწარმოებენ.

„ტაიკანის“ შესაქმნელი მოედნის მოწყობას მთელი 4 წელი დასჭირდა. Porsche-ში ძალიან ამაყობენ იმ ფაქტით, რომ ელექტროქარის აწყობისას გარემოში მავნე გამონაბოლქვი საერთოდ არ გამოიყოფა. ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით ისინი მხოლოდ ელექტროენერგიას და განახლებად წყაროებს იყენებენ.

და ბოლოს, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ელექტრომობილების ასაწყობად „პორშეში“ დამატებით 5 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელია.

 

ტეგები: Porsche Taycan