LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორი იქნება Genesis–ის სერიული კროსოვერი

73
genesis-news232323

კორეული ბრენდის პირველი კროსოვერი დებიუტისთვის ემზადება. მანამდე კი თვითმხილველებმა GV80–ის სატესტო ვერსიის შეთვალიერება შეძლეს. მოდელი ბაზარზე 2020 წლის პირველ ნახევარში გამოვა და თავდაპირველად სამხრეთკორეელი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კორეელმა პაპარაცებმა Genesis სერვის ცენტრის სიახლოვეს შეამჩნიეს და მისი წინა მხრიდან გადაღება შეძლეს. ყველგანმავალის ექსტერიერი 2017 წლის კონცეპტის GV80-ის სტილშია შესრულებული და მსგავსი რადიატორის ბადე და ბამპერი აქვს.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს  და როგორც ცნობილია, კროსოვერი თანამედროვე მულტიმედიას, გასართობ კომპლექსს, ვირტუალურ პანელს და 14,5 დიუმიან ეკრანებს მიიღებს.

კომპანია Genesis გეგმავს, რომ კლიენტებს მაქსიმალური პერსონალიზაციის საშუალება მისცეს. ხელმისაწვდომი იქნება ინტერიერის 6 ვარიაცია, საბურავების 3 ვარიაცია და ძარის 3 შეფერილობა.

და ბოლოს, GV80 – 2,5 ლიტრის მოცულობის „ტურბო–ოთხიანს“ მიიღებს და ძრავი 280–300 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები