შავ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ნახევრადშიშველი ქალი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დროს მოედანზე შევარდა.

daily mail -ის ინფორმაციით,მოედანზე შესული ქალი რუსი მოდელი კინსი ვოლანსკია.

მას შავი საცურაო კოსტუმი ეცვა, რომელზეც მისი ბოიფრენდის ვიტალი ზდოროვეცკის ვებგვერდის მისამართი ეწერა.

რუს მოდელს ინსტაგრამზე 300 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. რაც შეეხება ვოლანსკის ბოიფრენდს, YouTube-ზე მის არხს 1,6 მილიარდი ნახვა აქვს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე მიმდინარეობდა.

ლივერპულმა ტოტენჰემი ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

პირველი გოლი, მუჰამედ სალაჰმა 25-ე წამზე დანიშნული პენალტით გაიტანა, მეორე გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა დივოკ ორიჯიმ 87-ე წუთზე გაიტანა.

ლივერპულმა, ტოტენჰემის დამარცხებით, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე თასის მოპოვება შეძლო.

მსგავსი თემები