LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრები “ამერიკელების” გარეშე, 2 დებიუტანტით და 9 სათადარიგოთი: ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

149
KJR-7595

სექტემბრიდან სანაკრებო მატჩები იწყება. სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე. თამაში უწევს საქართველოს ნაკრებსაც. ერთა ლიგაზე ჩვენი ეროვნული გუნდი ზედიზედ ორ შეხვედრას გამართავს. ჯერ ესტონეთს ესტუმრება, მერე შინ ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა დაასახელა. მან  27 ფეხბურთელი გამოიძახა.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – თბილისის “დინამოს” 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და “საბურთალოს” მცველი ნიკა მალი.

ნაკრებში არ იქნებიან აშშ-ში მოთამაშე გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ნაკრები თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, 8 სექტემბერს 20:00 საათზე შედგება.

შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

 

ამასთან, ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელი, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები