LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nascar-ის პირველივე რბოლას მონაწილეთა ნახევარი გამოეთიშა

crash

ამერიკული სარბოლო სერიის Nascar-ის სეზონი გაიხსნა და პირველივე რბოლა სერიოზული ავარიით დასრულდა.  არეულობა Daytona 500-ის 500 მილის სიგრძის ტრასაზე მოხდა და ავტომობილები ერთმანეთისგან ძალიან ახლო დისტანციაზე გადაადგილდებოდნენ.

ავარიის მიზეზი ორი ავტომობილის მსუბუქი შეხება გახდა. „ტოპ-ხუთეულში“ მოსახვედრად „ფორდი“ და „ტოიოტა“ იბრძოდნენ და მრბოლელებმა რაღაც სწორად ვერ გათვალეს.

უკან მომავალმა მონაწილეებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და საბოლოო ჯამში 21 ავტომობილი დაზიანდა. საბედნიეროდ, პილოტები მხოლოდ მცირე დაზიანებებით გადარჩნენ.

ავარიის შემდეგ რბოლა წითელ რეჟიმზე გადაიყვანეს და ის მხოლოდ 25 წუთიანი შესვენების შემდეგ განახლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები