LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარს კორონავირუსი დაუდგინდა: ასე იცის იბიცაზე დასვენებამ

188
neymar-coronavirus-02092020110038846

პსჟ-ს ფეხბურთელები – ნეიმარი, ლეანდრო პარედესი და ანხელ დი მარია კორონავირუსი დაავადნენ.

განცხადება თავად კლუბმა გააკეთა.

L’Équipe წერს, რომ ტესტებმა ვირუსის არსებობა სამ ფეხბურთელთან დაადასტურა. სამივე მათგანი კლუბში იბიცაზე ყოფნის შემდეგ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, უმაყურებლოდ და დაჩქარებული ფორმატით ჩამთავრებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ ფინალში 0:1 წააგო “ბაიერნთან”.

ნეიმარმა გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი წელი დარჩება პარიზში სწორედ რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების გამო.

 

 

დაინფიცირების შესახებ კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმაც.

“მადლობა მოკითხვისთვის, კარგად ვართ”, – აცნობა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე და შვილთან ერთად ფოტოც დადო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები