LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიელი მამაკაცი თვითმფრინავის ფრთაზე აძვრა და იქიდან ძლივს ჩამოხსნეს

156
plane12333

ნიგერიელი მამაკაცი გასაფრენად გამზადებული ლაინერის ფრთაზე აცოცდა. შემთხვევა ლაგოსის საერთაშორისო აეროპორტში, რეისის შესრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

ფრთაზე შემოსკუპებული კაცი ბორტზე მყოფმა მგზავრებმა შეამჩნიეს და მაშინვე პანიკა ატეხეს. რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია მივიდა და დიდი ძალისხმევის შემდეგ უცნობის ჩამოყვანა მოახერხა.

კაცი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს, თვითმფრინავი კი შესამოწმებლად გაგზავნეს. გამოძიება ამჟამად იმის დადგენას ცდილობს, თუ როგორ მოხვდა მამაკაცი საფრენ ბილიკზე და ფრთაზე აცოცებით რის მიღწევას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები