ნინი ბადურაშვილი მიმართავს თბილისის მერიას და სთხოვს, გაითვალისწინონ საპარკინგე ადგილები ან შეამცირონ ჯარიმები არასწორი პარკირებისთვის.

ნინის სტატუსს გთავაზობთ:

„ძვირფასო თბილისის მერია / Tbilisi City Hall მიიღეთ ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის თხოვნა! მოგეხსენებათ, ჩვენს დედაქალაქს ძალიან ბევრი მაცხოვრებელი ჰყავს და შესაბამისად, ბევრი მანქანაც დადის! ძალიან გთხოვთ, ან შეგვიქმენით პირობა იმისა, რომ პარკირება იყოს შესაძლებელი, ან კიდევ ცოტა ჯარიმებს მოუკელით, რადგან ჩემი, ისევე როგორც სხვების ალბათ ხელფასის დიდი ნაწილი მიდის ჯარიმების გასტუმრებაში. არადა, ვცდილობ, კანონი არ დავარღვიო, მაგრამ ამ ვითარებაში ხანდახან იძულებული ვარ… მადლობა ყურადღებისთვის! თქვენი კეთილისმსურველი ნინო :)“.

მსგავსი თემები